verified
თბილისის რეგიონული კონფერენცია 2020

26 სექტემბერი

locationRooms Hotel Tbilisi time26 სექტემბერი 2020 - 10:00
აღწერა

Students For Liberty გიწვევთ თბილისის რიგით მე-7 კონფერენციაზე 2020 წლის 26 სექტემბერს, სასტუმრო რუმს ჰოტელში (კოსტავას ქ. 14, თბილისი)

უსაფრთხოების რეგულაციების მიხედვით, შეგვიძლია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სტუმრებს ვუმასპინძლოთ, ამიტომ იჩქარეთ ბილეთების შეძენა!

I კალათა: 10 ლარი

II კალათა: 15 ლარი

III კალათა: 20 ლარი

კონფერენციის მონაწილეებისთვის კვება, სამახსოვრო საჩუქები და მოსაწვევი საღამოს წვეულებაზე სრულიად დაფინანსებულია. ყველა მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო სერტიფიკატი.

თბილისის რეგიონული კონფერენცია კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური სტუდენტური შეკრებაა, რომელიც ასობით თავისუფლების მოყვარე ახალგაზრდას აერთიანებს. 2019 წლის კონფერენციას 1400-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.

დასწრება შეუძლია ნებისმიერ ასაკის ადამიანს.

სამუშაო ენა: ქართული

კონფერენციის საორიენტაციო თემები იქნება: ინდივიდუალური თავისუფლება, პოლიტიკური იდეოლოგიები, სახელმწიფოს როლი თავისუფალ საზოგადოებაში, კლასიკური ლიბერალური იდეების გაგება, ნარკოპოლიტიკა საქართველოში, თავისუფალი ბაზარი და სხვა.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ Facebook გვერდზე ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის • Georgian Students For Liberty



26 სექტემბერი

locationRooms Hotel Tbilisi time26 სექტემბერი 2020 - 10:00
ბილეთები
დააკლიკეთ რუკის სანახავად