ყაზბეგი სქაირეისი

აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა

აღწერა

ყაზბეგის მარათონი - გარბენი, რომელიც ყველას გვიყვარს, დაბრუნდა TrailLab-თან ერთად!

წელს ჩვენ დაგვხვდება განახლებული ბილიკი, რაც გარბენს დაუვიწყარ სამთო თავგადასავლად აქცევს. ციცაბო აღმართები, მაღალი მთები, შთამბეჭდავი ბუნება, მთის მდინარის კვეთა, ტექნიკური სექციები და მყინვარწვერის გასაოცარი ხედები ბილიკის მნიშვნელოვანი ნაწილიდან.

გარბენს ვიწყებთ სტეფანწმინდაში, ავირბენთ გერგეთის სამებასთან და განვაგრძობთ ბილიკს საბერწეს უღელტეხილისკენ, საიდანაც იწყება მყინვარწვერის ულამაზესი ხედები. რამოდენიმე უმნიშვნელო აღმართ-დაღმართის შემდეგ ზღვის დონიდან 3,000 მეტრზე მივადგებით ჩვენს მეგობრებს, ალტიჰათს (AltiHut), სადაც სპეციალურად მოწყობილ პუნქტზე ენერგიის აღდგენას შევძლებთ. იქედან კი უკვე ფინიშისკენ დავიწყებთ დაშვებას.

ბილიკი ყველანაირი მომზადების დონის მონაწილეს გააოცებს. 1,350 მეტრიანი გეინით 18 კილომეტრზე ბილიკი მორბენლებს საშუალებას მისცემს გამოავლინონ აღმართზე სირბილის შესაძლებლობები, გრძელი დაღმართი კი მათგან ტექნიკური დაშვების უნარებს მოითხოვს. თუ სირბილი ეს-ესაა დაიწყე იდეალური ბილიკია სამთო სირბილში და სკაირანინგში ძალების მოსასინჯად.

გარბენის დასაწყისი: 06.09.2020 09:00

რეგისტრაცია: 08:00 - 08:45

ასაკობრივი შეზღუდვა: 18 +


ბილეთის ფასი:

15 აგვისტომდე: 30 ₾

15 აგვისტოდან 45 ₾


ორგანიზატორის მხარდასაჭერად რეგისტრაციის საფასურთან ერთად შეგიძლიათ 25 ლარიანი დონაციის გაკეთება. დამატებითი თანხის დონაციის სურვილის შემთხვევაში თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

შპს თრეილლაბი

GE75BG0000000346073344

•••

საშვი