verified
Lisi Wonderland Opening

04 ივლის - 05 ივლის

locationLisi Wonderland time04 ივლის 2020 20:00 - 05 ივლის 2020 00:00

20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
ისევე, როგორც ჩვენი პლანეტის თითქმის ნებისმიერ წერტილში, ჩვენს საყვარელ ქალაქშიც დადგა დრო, როდესაც არსებული სიტუაციის ფონზე ბევრი რამ იცვლება - უამრავი სიახლე, ექსპერიმენტი და ტრანსფორმაცია ყოველდღიურობის ნაწილი და არსებულ რეალობაზე თითქმის ერთადერთი პასუხი გახდა. ცვლილებებისა და სიახლეების დროა.

გვსურს, წარმოგიდგინოთ ახალი მულტიფუნქციური სივრცე - Lisi Wonderland, რომელიც ბევრი თქვენგანისათვის კარგადაა ნაცნობი - აქ 2016 წლიდან Tbilisi Open Air ტარდება.

Lisi Wonderland მზადაა, არსებული გამოწვევებს მოერგოს და ერთბაშად რამდენიმე მიმართულების მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ჩვენი სივრცის მთავარი მიზანია, ამ არცთუ იოლ პერიოდში შემოგთავაზოთ წლების განმავლობაში დადებითი ენერგიით დამუხტული, ჩვენთვის შინაური მწვანე გარემო.

შევეცდებით, ისე გიმასპინძლოთ, როგორც ეს ამ ადგილისათვის დამახასიათებელი კომფორტული თავისუფლებისთვისაა აუცილებელი.

ერთი სიტყვით, გვსურს ყველანი დაგპატიჟოთ 4-5 ივლისს ჩვენი Wonderland-ის გახსნაზე, სადაც შაბათობით და კვირაობით ორ მსგავს, მაგრამ მაინც განსხვავებული ტიპის გარემოს გთავაზობთ.


ამ უიქენდზე ჩვენი გეგმა ასეთია: შაბათს, 4 ივლისს, გთავაზობთ სრულმასშტაბიან „გულაობას“ თავისი ყველა შემადგენელი ნაწილით და ვენიუს ყველა ასპექტის მონაწილეობით, ხოლო კვირას, 5 ივლისს, Lisi Wonderland 17:00-დან 22:00-მდე იმუშავებს, ძალიან სასიამოვნო მუსიკის ფონზე.

4ივლისი

20:00 - Doors Open
22:00 - Erekle Getsadze - Live
00:00 – Kodzo (დავით კოვზირიძე, იგივე მძიმე კაცი)

ბილეთის ფასი: I კალათა - 20 ლარი
კარზე (4 ივლისის 19:00-დან) – 30 ლარი

Age control: 18+
Face control.

------------------

5 ივლისი

17:00 - Doors Open
20:00 -Experimental_Uma (გვანცა ჯაფარიძე) - Live

შემოსვლა უფასოა.

მუსიკის გარდა, ჩვენთან დაგხვდებათ მრავალფეროვანი საჭმელი, ბევრი სასმელი და ოდნავ „მკაცრი“ რეგულაციები.
:)


04 ივლის - 05 ივლის

locationLisi Wonderland time04 ივლის 2020 20:00 - 05 ივლის 2020 00:00

20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები

I კალათა - 20 B

-
1
+
20 B
დააკლიკეთ რუკის სანახავად