verified
ჯაყო

06 აგვისტო

locationკლუბი 33ა time06 აგვისტო 2020 - 22:00

25B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

ჯაყო
მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნების" მიხედვით

რეჟისორი - გოჩა კაპანაძე
მხატვარი კონსულტანტი - ლომგულ მურუსიძე
კოსტუმების მხატვარი - ქეთევან ციციშვილი
კომპოზიტორი - ალექსანდრე თედიაშვილი
მუსიკის კონსულტანტი - დალი დოიჯაშვილი

მონაწილეობენ:
რევაზ გიორგობიანი, თამარ გოგიძე, ნიკოლოზ გოგიძე, დალი დოიჯაშვილი, გიორგი ელიჯარაშვილი, ნინო ვადაჭკორია, თინათინ კობალაძე, გოგიტა კოხრეიძე, ლელა მახნიაშვილი, ანი მელაძე, ნუცა მესტუმრიშვილი, ანა საბო, მადონა ტეხური, მამუკა პავლიაშვილი, ვაჟა ციცილოშვილი, რამაზ ხომასურიძე, ნინო ჩხიკვიშვილი

სპექტაკლის ხანგრძლივობაა: 90 წუთი.

სპექტაკლმა მიიღო 2014 წლის ,,საუკეთესო თეატრალური ქმნილების" ორი პრიზი:
1. წლის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის (რეჟისორი გოჩა კაპანაძე)
2. სპექტაკლისათვის შექმნილი წლის საუკეთესო ორიგინალური მუსიკისათვის
(ალექსანდრე თედიაშვილი)

ჯაყო
(ანოტაცია)

სპექტაკლში ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორიის ფონზე ალეგორიულ-მეტაფორულ ფორმატშია დანახული ჩვენი ყოფა. მოქმედება სამი მთავარი გმირის ირგვლივ ვითარდება. სამივე გმირი კონკრეტული ადამიანიცაა და სიმბოლოც. თეიმურაზი, - განათლებული, არისტოკრატი, ხევისთავთა გვარის უკანასკნელი შთამომავალი, უხეში ძალის მსხვერპლად იქცა. მას არ შესწევს უნარი, შეებრძოლოს დაპირისპირებულ ძალადობას. მისი მეუღლე, - მარგო ყაფლანიშვილი ასევე არისტოკრატი, განათლებული, მიძინებული ქალური ენერგიითაა სავსე, თუმცა უნიათო და უსუსური თეიმურაზის გვერდით უსიცოცხლო და უმიზნო არსებად იქცა. გაორებულია მარგოს პიროვნება. მას ორი სხვადასხვა მსახიობი წარმოადგენს,- ახალგაზრდა მარგო და სახეცვლილი მარგო.
თეიმურაზს არ შესწევს ძალა გაუმკლავდეს მოძალადე, უმეცარ, მაგრამ ფიზიკურად ძლიერ ჯაყოს, რომელმაც მთელი მათი ქონება, საგვარეულო მამული მიითვისა და ბოლოს მისი მეუღლე მარგოც კი ძალით გააუპატიურა.
ჯაყო არის სახე გლობალური ძალადობისა. თავადი თეიმურაზი და მასთან ერთად საზოგადოების გარკვეული ფენა თავისი უხერხემლობითა და უუნარობით ყველაფერს კარგავს,- სახელს, ღირსებას, მამულს, ოჯახს და ერთ დროს მასთან სამადლოდ შეფარებული უთვისტომო, მოძალადე ჯაყოს ხიზანი ხდება...
სპექტაკლის ფინალში მარგო კლავს ჯაყოს, მაგრამ მაინც იბადება ახალი ჯაყო,
რაც ნიშნავს, რომ ძალადობა ძალადობით ვერ შეჩერდება.
„ჯაყო“ არის სპექტალი, რომელსაც შეუძლია მრავალი ქართველისა თუ უცხოელის სატკივარსა და ეროვნულ ტრაგედიას შეეხოს, ნათლად დაანახოს შეცდომები, რათა მომავალმა თაობებმა გაიაზრონ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს შენიღბული მტრის ფარული ზრახვების არ შეფასებას, გულუბრყვილობასა და გაუფრთხილებელ მოქმედებებს და არ გაიმეორეონ ისტორიაში მრავალჯერ დაშვებული შეცდომები.


06 აგვისტო

locationკლუბი 33ა time06 აგვისტო 2020 - 22:00

25B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად