verified
ხედი სასტუმრო საქართველოდან

28 ივლის

locationკლუბი 33ა time28 ივლის 2020 - 22:00

25B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
სპექტაკლი რეჟისორმა იოანე (ვანო) ხუციშვილმა დრამატურგ ალექსი ჩიღვინიძის მიერ
სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი პიესის მიხედვით დადგა.

ილია აფხაზეთიდან დევნილი უსინათლოა, რომელიც დასთან ერთად სასტუმრო
„საქართველოს“ ოთახში ცხოვრობს. აქ ყველაფერი წარსულ ცხოვრებასა და დანაკარგს
განასახიერებს. და- ძმის ერთფეროვანი ცხოვრება იცვლება, როდესაც აფხაზი მეზობელი
ესტუმრებათ და მათ მოგონებებთან დაკავშირებული საჩუქარი ჩამოაქვს.

პროექტის მთავარ სათქმელი პასუხგაუცემელი კითხვებია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვინ
ილაპარაკებს მათზე სახელოვნებო პლატფორმიდან.

სპექტაკლში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად უსინათლო/მცირემხედველი
მოყვარული მსახიობები მონაწილეობენ. პიესა მათ ინტერვიუებს ეფუძნება.
პროექტი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც შლის ზღვარს ადამიანების
შესაძლებლობებს შორის და ახალ თეატრალურ და დრამატურგიულ ფორმებს ქმნის.

სპექტაკლის ხანგრძლივობა - 70 წუთი

პროექტის მხარდამჭერები:
- თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა საქალაქო სამსახური
- „სილქ ფაქტორი სტუდიოს“

დრამატურგი - ალექსი ჩიღვინაძე
რეჟისორი - იოანე (ვანო) ხუციშვილი
მხატვარი - თეო კუხიანიძე
მუსიკალური გაფორმება - გიორგი ჯიქია
მხატვრული განათება - ვაჟა მაისურაძე
რეჟისორის ასისტენტი - ილია ტატალაშვილი
პროექტის კონსულტანტი - ლაშა ცაიშვილი

მოქმედი პირნი და შემსრულებლები:
ილია - რევაზ ტატალაშვილი
ლილი - ლილი ხურითი
რაული - ზვიად ფხიკლეშვილი
პეტრე - გედევან კევლიშვილი
მზია - ირმა ჩიხლაძე
ომარი - ალექსანდრე ლაბაძე
კუ - გივიკო ბარათაშვილი

იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი - სოფიო სიხარულიძე


28 ივლის

locationკლუბი 33ა time28 ივლის 2020 - 22:00

25B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად