verified
მთვრალი ალუბალი

21 ივლის

locationკლუბი 33ა time21 ივლის 2020 - 22:00
აღწერა

მარჯანიშვილის თეატრი

ლევან წულაძე, ალექსადნრე ელოშვილი

ტექსტის ავტორი და რეჟისორი: ლევან წულაძე, ალექსანდრე ელოშვილი
მხატვარი – ნინო სურგულაძე
სცენოგრაფი – ლევან წულაძე
ქორეოგრაფი – გია მარღანია
მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი
რეჟისორის თანაშემწე - ნინო კალანდაძე

მონაწილეობენ:
ეკა ჩხეიძე, ზაზა იაქაშვილი / დავით ხახიძე, მანანა კოზაკოვა, ბარბარე დვალიშვილი, ზაზა გოგუაძე, დათო ხურცილავა, ქეთი ცხაკაია, ონისე ონიანი, ნოდარ დოღონაძე, ზურა ბერიკაშვილი, პაატა ინაური, რატი გოგუაძე, ნინო გაჩეჩილაძე, ნინო წულაძე, ზაზა სალია

სპექტაკლის შესახებ:
მათი ყოველდღიური შეხვედრის ადგილი კაფე – ბარი „მთვრალი ალუბალია“ ,
აქ ადამიანებს ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ერთმანეთს ხან ეფერებიან, ხან ეჩხუბებიან, რაღაცის ეშინიათ და დაუსრულებელ მოლოდინში იმყოფებიან.
ეს სპექტაკლი კი არა - ცხოვრებაა. ოღონდ ლამაზად მოთხრობილი ცხოვრება, ადამიანების პრობლემებით და ტრაგედიებით, უფრო ხშირად სულელური და უცნაური, ზოგჯერ შემზარავი, მაგრამ გულწრფელი და ნამდვილი. ისინი ხშირად იბრძვიან მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძოლას მიეჩვივნენ.
ასეთი შეხვედრა ცხოვრებაში ერთხელაა, ერთხელ , განსაკუთრებულად და სამუდამოდ.
და აი... „მთვრალ ალუბალში“ შეხვდნენ.. ორი მარტოსული...
ასეთი განსხვავებული და ასეთი ერთნაირი...
სპექტაკლი განხორციელდა კომპანია "ნესკაფე" -ს მხარდაჭერით.

პრემიერა შედგა 2013 წლის 19 ოქტომბერს
ხანგრძლივობა 150 წუთი, ერთი შესვენებით



21 ივლის

locationკლუბი 33ა time21 ივლის 2020 - 22:00
დააკლიკეთ რუკის სანახავად