აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
Nika Kocharov & Zagareli Strings
აღწერა
SOUNDWAVE​ - ცოცხალი მუსიკის ახალი ტალღაა, რომელსაც ​ლიკანი​ და ​Velvet Session წარმოგიდგენთ.

SOUNDWAVE​ ყოველ თვე მიზნად ისახავს ცოცხალი მუსიკის დაუვიწყარი საღამოების მოწყობას, სადაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის ჯადოსნული კავშირი მყარდება

ცოცხალი სესიები არის უნიკალური, სახასიათო, ერთმანეთისგან განსხვავებული და ყოველთვის ღია ექსპერიმენტებისთვის.

მოხარულები ვართ გაცნობოთ სიახლე, ყოველი სესიის წინ გექნებათ შესაძლებლობა მოუსმინოთ მუსიკას, რომელიც შერჩეული იქნება სპეციალურად მოწვეული სტუმრის მიერ. ჩვენი პირველი მუსიკის სელექტორი არის ქართველი მუსიკოსი და CES-ის (Creative Education Studio) დამფუძნებელი ​ნათია სართანია​, იგივე ​sTia.​ მუსიკის სელექციის წარმდგენი არის გერმანული ლუდი ბექსი​. 

მეორე სეზონის მარტის სესიაზე წარმოგიდგენთ ​ნიკა კოჩაროვის​ და ​Zagareli & Strings​-ის კოლაბორაციას

ნიკა კოჩაროვი ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია. მისი კარიერა 90-იანი წლებიდან იწყება და მას შემდეგ არაერთ მუსიკალურ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ნიკას მუსიკალური ჟანრი ძირითადად ალტერნატიული და ინდი როკია.

2000 წელს ფესტივალზე "მზიური" კოჩაროვმა მონაწილეობა მიიღო თავის ახალ ჯგუფ Young Georgian Lolitaz-თან ერთად. აქედან დაიწყო YGL-ს მოგზაურობა მუსიკალურ ინდუსტრიაში და 20 წლის შემდეგაც თანამედროვე ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო წარმომადგენელია. ჯგუფის შემადგენლობა ბევრჯერ შეიცვალა. უცვლელ წევრად მხოლოდ ნიკა დარჩა. ჯგუფს სამი ალბომი და მრავალი სინგლი აქვს ჩაწერილი. Young Georgian Lolitaz-მა 2016 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველო წარადგინეს.

იგი ასევე მოღვაწეობდა ლონდონში, სადაც სხვადასხვა ფესტივალებსა და კონცერტებში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2011 წელს თბილისში დაბრუნების შემდეგ, ნიკამ ახალი ჯგუფი Z For Zulu შექმნა და ალბომი “Better Than Dog” გამოუშვა.

ამჯერად ნიკა მეოთხე ალბომზე მუშაობს, რომელიც 2020 წელს გამოვა.

გიორგი ცაგარელი ქართველი ალტისტია, რომლის კარიერაც 2000-იან წლებში დაიწყო. მას
განათლება თბილისის, დეთმოლდის, ლაიფციგისა და ბაზელის კონსერვატორიებში აქვს მიღებული.

2008 წელს გიორგი ცაგარელისა და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის შესრულებით შედგა სულხან ნასიძის 1987 წელს შექმნილი ალტის კონცერტის პრემიერა. 2014 წელს კომპოზიტორმა გია ყანჩელმა, ნიკოლოზ რაჭველსა და გიორგი ცაგარელს ალტისა და ფორტეპიანოსათვის შექმნილი 20 მინიატურა მიუძღვნა.

იგი არის უოლტონის, ბერიოს, ფელდმანის, ქსენაკისის, სტრავინსკის, პენდერეცკის, ლიგეტისა და მანსურიანის ალტისთვის დაწერილი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი საქართველოში.

როგორც სოლისტს, მას იწვევენ მსოფლიოს სხვადასხვა სიმფონიური და კამერული ორკესტრები.

2017 წელს ცაგარელმა ახალი ორკესტრი “Zagareli & Strings” ჩამოაყალიბა.

2018 წლიდან არის მსოფლიოში აღიარებული ანსამბლის, გრემის მფლობელი Kremerata Baltica-ს სოლო ალტისტი.

გიორგი ცაგარელი მუდმივად თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ მუსიკოსებთან.