საბა იბეროს სოლო კონცერტი თბილისში

აღწერა
ფლამენკოს ქართველი გიტარისტი, კომპოზიტორი და მუსიკოსი, საბა იბერო 14 წლის შემდეგ, პირველად, სოლო კონცერტით ესტუმრება თბილისს.

ესპანეთში აღიარებული ფლამენკოს სოლისტი, 2020 წლის სეზონის განსაკუთრებულ საკონცერტო ტურს საქართველოდან გახსნის. ქართველი მსმენელის წინაშე თავის ჯგუფთან ერთად, ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, 16 მაისს წარსდგება. კონცერტზე შესრულებული იქნება ყველა საავტორო ნაწარმოები მისი პირველი სოლო ალბომიდან "Nueva era & Flamenco", რომელიც 2019 წლის ზაფხულში გამოვიდა. კონცერტზე მოწვეული განსაკუთრებული სტუმარი იქნება პაკო დე ლუსიას ჯგუფის სოლო გიტარისტი ანტონიო სანჩესი. იგი სპეციალური ვიზიტით ეწვევა თბილისს და საბა იბეროსთან ერთად დუეტში დაუკრავს. ეს პირველი ისტორიული მოვლენაა საქართველოში, როდესაც ქართველი და ესპანელი ვირტუოზების დუეტი და დუელი ერთად შედგება ქართველი პუბლიკის წინაშე.

საბა იბერომ, 2015 წელს სევილიის სიმფონიურ კამერულ ორკესტრთან ერთად, პირველი სოლო-პროექტი განახორციელა საფრანგეთში, სადაც დიდი წარმატება ჰპოვა ფრანგი მსმენელის წინაშე. ამის შემდეგ მან გაზარდა მოთხოვნა თავის მუსიკალურ შემოქმედებაზე და დაიწყო თავისი სოლო კონცერტებით მოგზაურობა. ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, იტალია, ლუქსემბურგი, ავსტრია, და ა.შ...
ცნობილმა ესპანელმა გიტარისტებმა საბა იბერო აღიარეს XXI საუკუნის ყველაზე კონკურენტუნარიან გიტარისტად საქართველოდან.

პეპე დე ლუსია(პაკო დე ლუსიას ძმა) , ახალი თაობის ფლამენკოს გიტარისტებს შორის, საბა იბეროს ერთ-ერთ წამყვან გიტარისტად აღიარებს, რომელიც გადმოსცემს გამაოგნებელ ექსპრესიულობას, გრძნობას, ტემპერამენტს, ვნებას და დაუჯერებელ ტექნიკას.

•••

საშვი