verified
PechaKucha Night

20 თებერვალი

locationღვინის ქარხანა N1 time20 თებერვალი 2020 - 20:20

20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა

🇯🇵 PechaKucha Night-ის მოძრაობა 2003 წლის თებერვალში ტოკიოში დაიწყო. ეს იყო ღონისძიებათა სერია ახალგაზრდა დიზაინერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. იაპონურად PechaKucha (ペチャクチャ) ნიშნავს ბლა-ბლა-ბლას.

🌍 PechaKucha Night ახლა უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს. ის არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლათფორმა, სადაც შემოქმედი ადამიანები, ინოვატორები, მეწარმეები, ჩეინჯმეიქერები იკრიბებიან და ერთმანეთს იდეებს, პროექტებსა და ნამუშევრებს უზიარებენ. ისინი ცვლიან აზრებს PechaKucha 20x20 ფორმატში.

⏱ PechaKucha 20x20 მარტივი პრეზენტაციის ფორმატია, სადაც სპიკერი 20 სლაიდს წარმოადგენს. თითო სლაიდისთვის მომხსენებელს 20 წამი აქვს. სლაიდები ავტომატურ რეჟიმში იცვლება.

🎒 PechaKucha Night Tbilisi vol. 9-ს თემა არის ”სოფლის მეურნეობა და ინოვაციები".

ღონისძიებისა და პრეზენტაციების სამუშაო ენა არის ქართული.

🎤 სპიკერები:
💭 ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Association
💭 გიორგი დანელია, Agricopter • აგრიკოპტერი
💭 ნათია ნინიკელაშვილი, Soplidan.ge სოფლიდან
💭 ირაკლი არჯევანიძე, ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია/Almond & Walnut Producer Association
💭 ანი სირბილაძე, Allwine.ge
💭 ირაკლი ჩიქავა, Agro Solutions - აგრო სოლუშენს

PechaKucha Night Tbilisi vol. 9 ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს მიერ, და მხარდაჭერილია თიბისი ბიზნესისთვის - TBC For Business და Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus-ს მიერ.

🗓 თარიღი: 20 თებერვალი
🕖 დრო: კარი იღება - 19:19, პრეზენტაციები იწყება - 20:20
🗺 მისამართი: Wine Factory N1 • ღვინის ქარხანა, პეტრიაშვილის 1

20 თებერვალს, მთელს მსოფლიოში აღინიშნება საერთაშორისო PechaKucha დღე, შესაბამისად ჩვენც ავღნიშნავთ ამ დღეს 🎉 #ipk2020

ივენთის ლინკი: https://www.facebook.com/events/542706799679046/

⚠ გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ბილეთების რაოდენობა შეღუდულია (სულ 90 ბილეთი).

♥️ არტვორქი დამზადებულია Ia Ninoshvili-ს მიერ.

20 თებერვალი

locationღვინის ქარხანა N1 time20 თებერვალი 2020 - 20:20

20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები

საერთო სივრცე - 20 B

-
1
+
20 B
დააკლიკეთ რუკის სანახავად