verified
ბეთჰოვენი და მისი ეპოქა

15 თებერვალი

locationთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია time15 თებერვალი 2020 - 18:00
აღწერა

კონცერტი „ბეთჰოვენი და მისი ეპოქა“ შთაგონებულია იდეით, რომელიც უკავშირდება ბეთჰოვენის დაბადებიდან 250 წელს.

იუნესკოს მიერ 2020 წელი გამოაცხადებულია დიდი გერმანელი კომპოზიტორის ლ.ვ.ბეთჰოვენის წლად. მთელ მსოფლიოში ტარდება კომპოზიტორის დაბადებიდან 250 წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიებები. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი 2020 წლის 15 თებერვალს ატარებს თეატრალიზებულ, კოსტიუმირებულ კონცერტს „ბეთჰოვენი და მისი ეპოქა “. ეს არის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც თავს უყრის სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულებებს: მუსიკალურ, თეატრალურ, ქორეოგრაფიულ სფეროებს. ღონისძიების მთავარი იდეაა ბეთჰოვენის იუბილესადმი მიძღვნილმა კონცერტმა შეიძინოს შემეცნებითი ხასიათი, რაც უფრო მიმზიდველს გახდის გენიალური გერმანელი კომპოზიტორის შემოქმედების აღქმას ახალი თაობის მუსიკოსებისათვის.

ე.მიქელაძის სახ. ცენტრალური სასწავლებელი, როგორც აკადემიური მუსიკალური განათლების მნიშვნელოვანი კერა, ამ ღონისძიებით უერთდება ბეთჰოვენის საიუბილეო თარიღის აღნიშვნის პროცესს მთელ მსოფლიოში. ეს კონცერტი ასევე ისახავს მიზნად 21 საუკუნის ახალგაზრდა თაობის შემსრულებლებისათვის ახლო და გასაგები გახდეს 18 საუკუნის კლასიკური მუსიკის პერიოდი.

თეატრალიზებული დადგმის სახით გაეცნონ უდიდესი კომპოზიტორის ლ.ვ. ბეთჰოვენის არა მარტო შემოქმედებას, მის თანამედროვე კომპოზიტორებს, ბიოგრაფიის დეტალებს, ასევე შეიგრძნონ იმ ეპოქის სულისკვეთება, რომლის დროსაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბეთჰოვენი.



15 თებერვალი

locationთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია time15 თებერვალი 2020 - 18:00
ბილეთები
დააკლიკეთ რუკის სანახავად