verified
სერგეი ბელიავსკი

28 თებერვალი

locationთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია time28 თებერვალი 2020 - 19:00

15B - 20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა

სერგეი ბელიავსკი

,,მსოფლიოში ცნობილი ტექნიკური ბრწყინვალება"

,,უნიკალური ინტერპრეტაცია"

,,იგი ბზინავს, როგორც ბროლის შანდალი".

I

ლ. ვ. ბეთჰოვენი - სონატა ლა-ბემოლ მაჟორი, თხზ. 26

ს. პროკოფიევი - სონატა N6 ლა მაჟორი, თხზ. 82

II

ფ. შოპენი - სონატა ლა-ბემოლ მაჟორი, თხზ. 44

კ. დებიუსი - ,,ბერგამასკული სიუიტა", ,,სიხარულის კუნძული".

ფ. ლისტი - უნგრული რაფსოდია № 2

სერგეი ბელიავსკი აღიარებულია, როგორც გამორჩეული ტექნიკური შესაძლებლობების, ჩამოყალიბებული მუსიკალობის და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე პიანისტი. დაიაბადა მუსიკოსების ოჯახში 1993 წელს. 5 წლის იყო, როცა ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო. მას შემდეგ, რაც 10 წლის ასაკში შედგა მისი სოლო დებიუტი, ხოლო 11 წლის ასაკში პირველად დაუკრა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, სტარტი აიღო მისმა საკონცერტო ცხოვრებამ. 25 წლის ასაკში მას უკვე ჩატარებული ჰქონდა კონცერტები მსოფლიოს 28 ქვეყნის წამყვან საკონცერტო სივრცეებსა და დარბაზებში.

სერგეი აქტიურ სოლო საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწევა; აგრეთვე, თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან, ისეთი დირიჟორების ხელმძღვანელობით, როგორებიცაა: ა. რუდინი, ა. სლადკოვსკი, მ. რახლევსკი, ლ. ისაკაძე, პ. კოგანი, ვ. ფედოსეევი, ე. პორტალი, ი. ფრანცი.

2005 წლიდან დღემდე, სერგეიმ არა ერთი პრიზი მოიპოვა 30-ზე მეტი კონკურსსა და ფესტივალზე; მათ შორის: პირველი პრემია პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე “Juries in competition” (ზალცბურგი, 2019), მესამე პრემია და ბრინჯაოს მედალი ჯინა ბახაუერის სახ.

საერთაშორისო კონკურსზე (სოლტ-ლეიკ-სითი, აშშ. 2018); გაიმარჯვა ფრედერიკ შოპენის სახ. აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში (დეგუ, სამხრეთ კორეა), მიიღო მეორე პრემია და მაყურებლის პრიზი ფერენც ლისტის სახ. პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე (ბუდაპეშტი, უნგრეთი), მეორე პრემია და მაყურებლის პრიზი მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე (ბარსელონა, ესპანეთი), გრან პრი “eMuse”-ის მუსიკის ონლაინ კონკურსზე (ათენი, საბერძნეთი).

სერგეი სწავლობდა რუსეთის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში (CMS) და არის მოსკოვის ჩაიკოვსკის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული (პროფ. ელისო ვირსალაძის კლასი, 2016 წ.). 2016-2017 წწ. მან სწავლა განაგრძო თელ-ავივში, პროფ. არი ვარდის ხელმძღვანელობით. ამჟამად, იგი კალაიდოს მუსიკის სკოლაში (შვეიცარია), პროფ. ლევ ნატოჩენისთან აგრძელებს საკუთარი საშემსრულებლო ოსტატობის გაღრმავებას. სერგეის გამოცემული აქვს სამი CD. მათ შორის უკანასკნელი - შოპენის 24 ეტიუდია.

28 თებერვალი

locationთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია time28 თებერვალი 2020 - 19:00

15B - 20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად