verified
ჯოელ ფრამის ტრიო

14 აპრილი

locationთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია time14 აპრილი 2020 - 20:00

15B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა

ჯოელ ფრამი, ტენორ-საქსოფონისტი, ჯაზის მოყვარულთა შორის ცნობილია, როგორც
თანამედროვეობის ლეგენდა. მის დაკვრას ახასიათებს უბადლო ემოციური გამოხატულება და ტექნიკური უნარები, რაც სრულად მოიცავს ამერიკული ჯაზის, ფანკის, როკისა და ბლუზის ტრადიციებს. მისი თაობის ისეთ წამყვან მუსიკოსებთან თანამშრომლობამ, როგორებიცაა: ბრედ მელდაუ, მეტ ვილსონი, ჯეინ მონეტი და არი ჰოენიგი და მისმა, როგორიც ლიდერის ხელწერამ, ჯოელ ფრამს დაუმკვიდრა წამყვანი ადგილი ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო მუსიკოსებს შორის.
"New York Times" წერს: ”ჯოელმა დაამკვიდრა თვითმყოფადობა ... როგორც ოსტატური და
დამაჯერებელი მიმართულების ,,პოსტ-ბოფ საქსოფონისტმა"; ხოლო, ჟურნალი Ottawa Citizen ამბობს: ,,ჯაზის სამყაროში, ჯოელ ფრამი ცნობილია, როგორც გულისხმიერი ლაღი, ცოცხალი განწყობის, ტექნიკური მრავალფეროვნებისა და სრულყოფილების, გულწრფელად შემოქმედებითი მიდგომების მქონე მუსიკოსი".
ბრედ მელდაუ, ჯოელის ბავშვობის მეგობარი და სასცენო პარტნიორი, მას ასე ახასიათებს: ,,როდესაც ჯოელზე ვფიქრობ, მისი ბეგრა მახსენდება, ფართე, გაშლილი, თბილი და მოხერხებული. ერთი რამ, რაც ყოველთვის მესმის ჯოელის დაკვრის დროს, არის მისი თამამი, მოურიდებელი ემოციური გახსნილობა".

ერნესტო სერვინიმ, სახელი გაითქვა, როგორც უაღრესად მოთხოვნადმა პარტნიორმა და
შემდგარმა ლიდერმა. დრამერი და კომპოზიტორი გამოირჩევა ღრმა მუსიკალურობითა და მოზღვავებული, გადამდები ენერგეტიკით. მის სტილს აღწერენ, როგორც პეპელასავით მსუბუქს და ფუტკრის ნაკბენივით მწვავეს. ,,თანამედროვე დრამერის" მიხედვით: სერვინი მოგვაგონებს ძველი სკოლის წარმომადგენლებს არტ ბლეიკსა და ბილი ჰიგინსს. სერვინი ძლიერი და შთამბეჭდავი პიროვნებაა, რაც გამუდმებით იზიდავს და ხიბლავს მსმენელს. სერვინის, როგორც ლიდერს, Anzic Records-თან თანამშრომლობის შედეგად, გამოცემული აქვს კვარტეტის 3 და სექსტეტის ("Turboprop") 2 ალბომი, რომელთაგან უკანასკნელს, Downbeat - ის რედაქტორმა ფრანკ აკლიერმა საუკეთესო შეფასება მისცა და ნომინირებულ იქნა 2018 წლის JUNO -ს დაჯილდოებაზე, როგორც წლის საუკეთესო ჯაზის ალბომი. ის ასევე არის Myriad3- ის წევრი, კლავიშისტ კრის დონელლისა და ბასისტი დენ ფორტინის გვერდით. JazzTimes- მა დაასახელა საოჯახო ტრიო ,,კანადის პასუხი ისეთ ჯგუფებზე, როგორიცაა ,,ცუდი პლუსი და EST, რომელსაც გააჩნია მსგავსი თვალთახედვი პერსპექტივა და არაპროგნოზირებადი შესაძლებლობები. Myriad3- ის მეორე ალბომი, ,,სად" იყო დასახელებული
Juno Award- ზე და ჯგუფი ასევე დასახელდა ინდი მუსიკის ჯილდო (წარდგენილი Sirius / XM რადიოთი) 2014 წლის ჯაზის ჯგუფის კანადაში.
ერნესტო სერვინი, კრის დონელთან (კლავიში) და დენ ფორტინთან (ბასი) ერთად, არის Myriad3-ის წევრი. Myriad3-ის მეორე ალბომი ,,The Where" ნომინირებული იყო Juno Award-ზე და ტრიო, ასევე, წარადგინეს Indie Music Award-ზე, როგორც 2014 წლის საუკეთესო ჯგუფი კანადაში.

დენ ლუმისი, ხანგრძლივი საშემსრულებლო გამოცდილების მქონე მუსიკოსი, გაბედული ლიდერი, მოთხოვნადი საიდმენი და კომპოზიტორია, რომლის მსოფლმხედველობამ და სულიერი თუ შინაგანი სიღრმეების ძიებამ განაპირობა მისი ინოვაციური და გულში ჩამწვდომი ნაწარმოებების შექმნა. ბასის გარდა, ის არაჩვეულებრივად ფლობს კალამს და წარმატებით ქმნის მუსიკას, ხშირად დაკვეთითაც კი. ლუმისს გამოცემული აქვს ათეულობით ალბომი დან ლუმისის კვარტეტთან და სხვა
მრავალ ჯგუფთან ერთად. ბოლო წლებში, SPOKE და Wee Trio-სთან ერთად გაკეთებულმა
ჩანაწერებმა კრიტიკოსების უზადო შეფასება დაიმსახურეს.
ბასის გარდა, იგი, ასევე, ოსტატურად ფლობს კალამს. მას, შეკვეთით აქვს შექმნილი არა
ერთი კომპოზიცია; მათ შორისაა ორატორია, რომელიც დაწერა ,,საქმის წიგნის" მიხედვით და ,,ისესოს უკანასკნელი დღეები". ორივე ნაწარმოები შეიქმნა ნიუ-იორკის წმინდა პეტრეს ეკლესიის მიერ.

მან ახლახან ჩამოაყალიბა ანსამბლი სახელწოდებით REVOLUTIONS, რომელიც მისი
მუსიკით ივლევს ჰაიტისა და ბოლივიის აჯანყებებს და რეაგირებს მსოფლიოში
გამძვინვარებულ რევოლუციური სულისკვეთებისა და ქმედებების მუდმივ
საჭიროებაზე. დენ ლუმისი, ასევე, საკმაოდ მოთხოვნადი საიდმენია. ის არის ვადიმ ნესელოვსკის ტრიოს მუდმივი წევრი, რომელიც უკრავს მთელ ევროპაში, Blue Note- სა და Village Vanguard- ში (ნიუ-იორკი). იმ შესანიშნავი მუსიკოსების მცირე ჩამონათვალი, ვისთანაც ლუმისს უმიშავია, მოიცავს: TS Monk, გარი ბურტონი, ვაიკლიფ გორდონი, ენრესტო სერვინი, ჯოელ ფრამი, ლორენს ჰობგუდი და The Respect Sextet. იგი უკრავს ნიუ –იორკის ყველა წამყვან კლუბში და ლინკოლნ ცენტრში; აგრეთვე, გარდა იმისა, რომ
სისტემატურად აქვს კონცერტები მთელს ევროპაში, კანადაში, ავსტრალიაში, ჩინეთსა
და შეერთებულ შტატებში.

ტრიო
ჯოელის ახალი ტრიოს, რომელიც საერთაშორისო პროექტია, შემადგენლობაში შედის
ტორონტოს ყველაზე გახმაურებული ჯგუფების: Myriad3 და Turboprop ლიდერი
ერნესტო სერვინი (დასარტყამი) და კომპოზიტორი დენ ლუმისი, The Wee Trio-ს, TS
Monk-ისა და ვადიმ ნესელოვსკის ტრიოს წევრი (ბასი). მათი ერთობლივი ტური,
ჯგუფის პირველი ჩანაწერის მხარდაჭერას ემსახურება.

14 აპრილი

locationთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია time14 აპრილი 2020 - 20:00

15B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად