Alternate Text
The Black Marrows

19 დეკემბერი

Alternate Textშალიკაშვილის თეატრი Alternate Text19 დეკემბერი 2019 - 20:00

10B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
SOUNDWAVE​ - ცოცხალი მუსიკის ახალი ტალღაა, რომელსაც ​ლიკანი​ და ​Velvet Session წარმოგიდგენთ.

SOUNDWAVE​ ყოველ თვე მიზნად ისახავს ცოცხალი მუსიკის დაუვიწყარი საღამოების მოწყობას, სადაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის ჯადოსნული კავშირი მყარდება.

ცოცხალი სესიები არის უნიკალური, სახასიათო, ერთმანეთისგან განსხვავებული და ყოველთვის ღია ექსპერიმენტებისთვის.

მოხარულები ვართ შემდეგ სესიაზე წარმოგიდგინოთ ​ქართული ინდი / ალტერნატიული / როკ ბენდი - ​The Black Marrows​.

The Black Marrows არის ქართული ინდი / ალტერნატიული / როკ ბენდი, რომელიც 2014 წელს ჩამოყალიბდა. დასაწყისში ბენდის ფრონტმენი ლუკა მამნიაშვილი იყო.

2014 წლის მაისში, ბენდმა პირველი სინგლი ​“Winterlong” გამოუშვა, რომელსაც ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.

The Black Marrows - მა გახსნა 2014 წლის Tbilisi Open Air - ის მთავარი სცენა და ასევე დაუკრა სხვა პატარა ფესტივალებზეც. 2015 წელს ბენდმა მეორედ მიიღო მონაწილეობა Tbilisi Open Air - ს ფესტივალზე, სადაც სცენას იყოფდნენ სხვა განთქმული ბენდებთან, როგორებიც არიან: Placebo, Archive, Black Label Society და Beth Hart.

მათი პირველი ალბომი "Hurricane" 2015 წელს გამოვიდა.

The Black Marrows - მა 2015 წელს გაიმარჯვა Caucasian Music Awards Phoenix - ზე, საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში, ასევე წარდგენილი იყო საუკეთესო ვიდეოს ნომინაციაში 2015 წლის ელექტრონავტებზე.

2017 წელს ბენდმა გამოუშვა ახალი სინგლი "Cast Away". ეს ბოლო სინგლი აღმოჩნდა, რომელიც ლუკა მამნიაშვილთან ერთად ჩაიწერა. მან ბენდი რამოდენიმე თვის შემდეგ დატოვა.

The Black Marrows - ის ახალი ვოკალისტი, ბენდის დრამერი აჩი კევლიშვილი გახდა. პირველი სამი ახალი სიმღერას ​“Streets of Gold”, “Shades of Grey” და “Fever”, რომელიც მასთან ერთად ჩაიწერა, ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა მსმენელისგან.

ამ დროისთვის ბენდი მეორე სტუდიურ ალბომზე მუშაობს.

The Black Marrows შედგება:
აჩი კევლიშვილი - ვოკალი / გიტარა
გიორგი მარრ
- გიტარა / ბექვოკალი / მუსიკის ავტორი გოგა კაკულია - ბასი
აჩი შიოშვილი - დრამი




19 დეკემბერი

Alternate Textშალიკაშვილის თეატრი Alternate Text19 დეკემბერი 2019 - 20:00

10B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები

საერთო სივრცე - 10 B

-
1
+
10 B
დააკლიკეთ რუკის სანახავად