verified
BRAVO MAESTRO

24 დეკემბერი

locationთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია time24 დეკემბერი 2019 - 19:00

10B - 20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა

BRAVO MAESTRO !
იოსებ კეჭაყმაძის - 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

მონაწილეობენ:
საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის გუნდი
თბილისის ქალთა გუნდი
ვაჟთა გუნდი „მძლევარი “
საღამოს უძღვება მუსიკისმცოდნე მანანა ახმეტელი

იოსებ კეჭაყმაძე (1939 - 2013)
ამოჩენილი კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, შოთა რუსთაველის, ზაქარია ფალიაშვილისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის მიერ მინიჭებული წმინდა გიორგის ოქროს ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი . 1965 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ -საკომპოზიციო ფაკულტეტი (პედაგოგები ი. ტუსკია და დ. თორაძე). ამავდროულად კონსერვატორიის საგუნდო -სადირიჟორო კათედრაზე მუშაობდა გამოჩენილი დირიჟორის ოდისეი დიმიტრიადის კონცერტმაისტერად. პარალელურად იყო ქ .თბილისის მასწავლებელთა რესპუბლიკური სახლის გუნდის კონცერტმაისტერი და ქორმაისტერი. 1968 წელს კონსერვატორიაში დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა: 1980-2007 წლებში იყოსაგუნდო -სადირიჟოროკათედრის გამგე. 1972 წლიდან საქართველოს კულტურის სამინისტროში მუშაობდა მუსიკალური დაწესებულებების სამმართველოს უფროსად და სარეპერტუარო -სარედაქციო კოლეგიის მთავარ რედაქტორად. 1994 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩეველი, ხოლო 1993 წლიდან ზ .ფალიაშვილის სახელობის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარე . იოსებ კეჭაყმაძე ძირითადად საგუნდო ჟანრში (a cappella) მოღვაწეობდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საგუნდო ციკლები: "ფშაური იდილიები", "ხუთი პარაფრაზი ციკლიდან "ძველი თბილისის სიმღერები", "დავითიანი", "დაბნელდა სული", "ამერ-იმერი", "წუთისოფლის სამდურავები", აგრეთვე გალაკტიონ ტაბიძის, ტერენტი გრანელის დ ახალხური ლექსების საფუძველზე დაწერილი საგუნდო ნაწარმოებები. გასული საუკუნის 70-იანიწლებიდან მაშინ ,როცა საეკლესიო მუსიკა აკრძალული იყო, კომპოზიტორი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთა ნდა კათოლიკოს - პატრიარქის ილია მეორის ლოცვა -კურთხევით ქმნიდა საგალობლებს, რომლებსაც დღემდე გალობენ ჩვენს ტაძრებში. 1995 წელს იოსებ კეჭაყმაძეს მიენიჭა შოთა რუსთაველის პრემია სიონის საკათედრო ტაძრისათვის განკუთვნილი საგალობლებისათვის . იოსებ კეჭაყმაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მოიცავს საორკესტრო და ვოკალურ -სიმფონიურ ნაწარმოებებსაც. დაწერილი აქვს მუსიკა თბილისის მარჯანიშვილის, რუსთაველის, ახმეტელის და მოზარდმაყურებელთა თეატრების სპექტაკლებისათვის. 1995 წელს მიენიჭა პრემია „დრამატული სპექტაკლისათვის შექმნილი საუკეთესო მუსიკისთვის“ ( გ. რობაქიძის „ლამარა“ ქ. ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი). კომპოზიტორს გაფორმებული აქვს ასევე კინოფილმები: „ძაღლი“, „მაცგი“, „ბათა ქექია“, „მთის ნოველა“, „ძნელი დასაწყისი“, „ჩემი ბოშები“. 1986 წელს იოსებ კეჭაყმაძე მიუზიკლისათვის „არსენას ლექსი“ დაჯილდოვდა პრემიით „წლის საუკეთესო კინომუსიკა“. იოსებ კეჭაყმაძემ შექმნა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი „თავისუფლება“ ზაქარია ფალიაშვილის ცნობილი საოპერო არიის („დაისი“) დამუშავების საფუძველზე .


24 დეკემბერი

locationთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია time24 დეკემბერი 2019 - 19:00

10B - 20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად