verified
Lenny Kravitz

29 მაისი

locationმიხეილ მესხის სახელობის სტადიონი time29 მაისი 2021 - 21:00
აღწერა
არსებული რეალობიდან გამომდინარე და ჩვენი მსმენელის კეთილდღეობისათვის, ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის კონცერტის თარიღი განახლდა და ის 2021 წლის 29 მაისს, თბილისში, ისევ მსოფლიო ტურის "Here to Love"-ის ფარგლებში გაიმართება.

თუ ბილეთი უკვე შეძენილი გაქვთ, SOLO-ს და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით ის მოქმედი რჩება და მომავალ წელს კონცერტზე დასასწრებად კვლავ გამოიყენებთ. მათ კი, ვისაც ბილეთის დაბრუნება გსურთ, 7 მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

ქართველი მსმენელის წინაშე მუსიკოსი 2021 წლის 29 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წარდგება და ენერგიული გამოსვლითა და ცოცხალი შესრულებით შექმნის დაუვიწყარ განწყობას. აღსანიშნავია რომ, ლენი კრავიცის 2021 წლის ევროპის ტური საქართველოში დაიწყება.


ლენი კრავიცმა 20-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში 4-ჯერ მოიპოვა გრემის ჯილდო და დაამყარა რეკორდი საუკეთესო მამაკაცი როკ ვოკალისტის კატეგორიაში. მან 40 მილიონ ეგზემპლარად 10 სტუდიური ალბომის გაყიდვის შემდეგ ახალ სიმაღლეზე აიყვანა როკ-ენ-როლის, ფანკის, ბლუზისა და სოულის ერთიანობა
.

ბილეთის ფასები Solo მომხმარებლებისთვის:
Fan Zone - 195 ₾
Standing Zone – 140 ₾
დასაჯდომი ადგილები - 95 – 245 ₾

6 წლამდე ბავშვები კონცერტზე დაიშვებიან ბილეთის გარეშე


29 მაისი

locationმიხეილ მესხის სახელობის სტადიონი time29 მაისი 2021 - 21:00
დააკლიკეთ რუკის სანახავად