Alternate Text
აურზაური არაფრის გამო

14 დეკემბერი

Alternate Text ნ. დუმბაძის სახ. მოზარდმაყურებელთა თეატრი Alternate Text14 დეკემბერი 2019 - 19:00

8B - 10B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
ასაკობრივი შეზღუდვა: 12+

უილიამ შექსპირის კიდევ ერთი შესანიშნავი კომედია „აურზაური არაფრის გამო“ მოგვითხრობს სიყვარულისა და სიძულვილის, კეთილისა და ბოროტის უხსოვარი დროიდან ჩასახულ კონფლიქტზე, რომელშიც სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად.გასტროლიორ მსახიობთა დასის წევრები მაყურებლის თვალწინ ინაწილებენ როლებს, კინკლაობენ, იბრძვიან ტექსტისთვის, „ითავისებენ სახეებს“, რასაც მეტი სიხალისე და თეატრის კულისებს მიღმური ინტრიგა შემოაქვს სპექტაკლში. თეატრი ამ სპექტაკლით თავის ახალგაზრდა მაყურებელს მოუწოდებს, რომ არასოდეს მიიღონ ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებანი, ნურასოდეს შეიტანენ ეჭვს და უნდობლობას საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებში, გულწრფელნი და გულახდილნი იყვნენ, რათა არც თვითონ იტანჯონ და არც უძვირფასეს არსებებს მიანიჭონ ტკივილი და უნდობლობით გამოწვეული შეურაცჰყოფა.სპექტაკლი აღსავსეა ახალგაზრდული ენერგიით, მხიარულებითა და ოპტიმიზმით.

🎥
რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
👩🏼‍🎨მხატვარი: ლომგულ მურუსიძე
💼რეჟისორის თანაშემწე: ინგა კაჭახიძე
🎼 მუსიკალური გაფორმება: ზურაბ გაგლოშვილი
🕺ქორეოგრაფი: გია მარღანია
📚თარგმანი: გივი გაჩეჩილაძე
➡️მონაწილეობენ: დავით ხახიძე, ნინო არჩაია, ნინო შუშიაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, ვანო დუგლაძე, ვახტანგ ნოზაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, ნიკა ნანიტაშვილი, სალომე წურწუმია, შალვა ანთელავა, ირაკლი გოგოლაძე, ნინო მუმლაძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, გიორგი შავგულიძე, თამარ ტყემალაძე, თამარ ცქვიტინიძე, გიორგი ჯიქურიძე.


14 დეკემბერი

Alternate Text ნ. დუმბაძის სახ. მოზარდმაყურებელთა თეატრი Alternate Text14 დეკემბერი 2019 - 19:00

8B - 10B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად