verified
გზავნილი ახალგაზრდობას

20 დეკემბერი

locationთბილისის სპორტის სასახლე time20 დეკემბერი 2019 - 20:00

10B - 30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
20 დეკემბერს 20 სთ-ზე სპორტის სასახლეში ტარდება ახალგაზრდა შემოქმედის - ,,ბუს“ გრანდიოზული შოუ კონცერტი. არტ-პერფორმერი ,,ბუ“ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ტელე და ინტერნეტ სივრცეში, რის შედეგადაც საქართველოს დიდ ნაწილს მოეწონა მისი შემოქმედება და შეიყვარეს მისი სიმღერები. ის ჯერჯერობით არ აჩენს თავის ვინაობას და შენიღბულია ბუს ნიღბით. განსაკუთრებული პოპულარობა და სიყვარული მას აქვს ახალგაზრდებში. სწორედ ამიტომ ბუს გადაწყვეტილებით 20 დეკემბრის ღონისძიების სათაურია ,,გზავნილი ახალგაზრდობას“.
ბუს გადაწყვეტილებით კონცერტზე შემოსული თანხა მოხმარდება ბათუმში ,,სიკეთის სახლის“ მშენებლობას, სადაც უნდა დასახლდეს 20 ოჯახი, ვისაც ერთი წევრი ყავს შშმ პირი და არა აქვს სახლ-კარი. კორპუსის ოთხი სართული უკვე აშენებულია.

20 დეკემბრის კონცერტი ეძღვნება უწმინდესის და უნეტარესის საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორეს აღსაყდრების 42-ე წლის იუბილეს. შემომსვლელ სტუმრებს კარებთან დაურიგდებათ სანთლები და კონცერტის ფინალში დაინთება რვა ათასი სანთელი სპორტის სასახლის დარბაზში.

⚜️კონცერტში მონაწილეობენ: ერისიონი, ნიკოლშოუ, პანჩო, თინათინ ჭულუხაძე, თამარ ალადაშვილი, სოფო ბათილაშვილი, ქართული საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლი, ტანვარჯიშის ფედერაცია, საბალეტო დასი, პანტომიმის დასი, მოძრაობის თეატრი, თანამედროვე ცეკვის ჯგუფები, ბაჩო რამიშვილი, ფანდურა, ბენდი ზარზმა, მარიამ ცქვიტინიძე, სტუდია ლა პრიმა, ანსამბლი თორდა, ანსამბლი ბემბი, ანსამბლი ჭინრაქა.




20 დეკემბერი

locationთბილისის სპორტის სასახლე time20 დეკემბერი 2019 - 20:00

10B - 30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად