აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
რუსუდან სებისკვერაძე
აღწერა
რუსუდან სებისკვერაძის სიმღერების საღამო

30 ნოემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება კომპოზიტორ რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძის სიმღერების საღამო. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: „თბილისის სიმფონიური ორკესტრი“ დირიჟორი - ვახტანგ კახიძე; ნანი ბრეგვაძე; ეკა მამალაძე; ნუკრი კაპანაძე; მაია ჯაბუა; დავით ნოზაძე; ანსამბლი „შვიდკაცა“; „თეატრალურის კვარტეტი“; ანსამბლი „ალილო“; ნეკა სებისკვერაძე; ანსამბლ ,,რუსთავის” სოლისტები; გიორგი სუხიტაშვილი; ნოდიკო ტატიშვილი და მაკა ზამბახიძე, კონცერტმეისტერი ნინო გულიაშვილი;

საღამოზე შესრულდება რუსუდან სებისკვერაძის ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სიმღერების სრულიად ახალი ვერსიები, რომლებიც სპეციალურად ამ კონცერტისთვის შეიქმნა.