Alternate Text
Killages

14 ნოემბერი

Alternate Textფაბრიკა Alternate Text14 ნოემბერი 2019 - 20:00

B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
SOUNDWAVE - ცოცხალი მუსიკის ახალი ტალღაა, რომელსაც ლიკანი და Velvet Session წარმოგიდგენთ.
SOUNDWAVE ყოველ თვე მიზნად ისახავს ცოცხალი მუსიკის დაუვიწყარი საღამოების მოწყობას, სადაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის ჯადოსნული კავშირი მყარდება.
ცოცხალი სესიები არის უნიკალური, სახასიათო, ერთმანეთისგან განსხვავებული და ყოველთვის ღია ექსპერიმენტებისთვის.
მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ბენდი - Killages.
Killages 2017 წელს დაფუძნებული ელექტრონული ჰიპ-ჰოპის, ალტერნატიული როკ ბენდია. ბენდმა დებიუტშივე საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა. Altervision Newcomers - ის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, Killages მონაწილეობას იღებს საქართველოში გამართულ თითქმის ყველა ფესტივალში (Tbilisi Open Air 2017/2018, Bakhmaro Sunset Fest, Black Sea Sound festival, Funday Park, Tbilisi City Festival, Summer Set და ა.შ.).
ბენდმა უკვე მოახერხა საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლაც და გასულ ზაფხულს პოლონეთში, Majunia Festival - ზე დაუკრა.
სხვადასხვა დროს ბენდს დაუკრავს ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან:
Kadebostany, Akua Naru, Worakls, WhoMadeWho, Cigarettes After Sex, Tom Odell, N'to და სხვა.
Killages – ის პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება და შეიძლება ითქვას, რომ ერთ - ერთი ყველაზე „იმედის მომცემი“ ბენდია საქართველოში.
2019 წლის დეკემბერში იგეგმება ბენდის სადებიუტო ალბომის გამოსვლა.

14 ნოემბერი

Alternate Textფაბრიკა Alternate Text14 ნოემბერი 2019 - 20:00
ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები
დააკლიკეთ რუკის სანახავად