Alternate Text
ოდისეა

23 ნოემბერი

Alternate Text ნ. დუმბაძის სახ. მოზარდმაყურებელთა თეატრი Alternate Text23 ნოემბერი 2019 - 19:00

8B - 14B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
ასაკობრივი შეზღუდვა: 8+

„ოდისეა“ წარმოადგენს მულტიმედიურ, ექსპერიმენტულ პროექტს, რომელშიც გაერთიანებულია დრამატული თეატრის, ანიმაციისა და კინო ხერხები. წარმოდგენას ლიტერატურულ საფუძვლად მითოლოგია უდევს - ყმაწვილთათვის ადაპტირებული „ოდისეა“, რომელიც ამჯერად მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ოცდამეერთე საუკუნის მაყურებლისთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე ამეტყველდა.
წარმოდგენას ორი მთავარი პერსონაჟი ეყოლება - ასე ვთქვათ, „ხორციელი“ ადამიანი, ყოველდღიური საზრუნავით დაღლილი, ერთი ჩვეულებრივი ოჯახის მამა და ანიმაციური გმირი - ოდისევსი, რომელიც ტროას ომის შემდეგ შინ დაბრუნებას ამაოდ ცდილობს; ამ საქმეში მას სწორედ ადამიანის დახმარება სჭირდება.
მაყურებელი გაეცნობა და გაიხსენებს ისეთ მითოლოგიურ გმირებს, როგორებიც არიან: ზევსი, ჰერა, ჰერმესი, პოსეიდონი, იანუსი, აფროდიტე, პენელოპე, ტელემაქე და სხვა.
🧣რეჟისორი: ავთანდილ დიასამიძე
👩‍🎨მხატვარი: ლანა ყავრელიშვილი
👛რეჟისორის თანაშემწე: ქეთი ქანთარია
🎼მუსიკალური გაფორმება: გიორგი კობერიძე
➡️მონაწილეობენ: ხატია მელქაძე, ვახტანგ ნოზაძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, იოანა ნავაძე.


23 ნოემბერი

Alternate Text ნ. დუმბაძის სახ. მოზარდმაყურებელთა თეატრი Alternate Text23 ნოემბერი 2019 - 19:00

8B - 14B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად