Alternate Text
Design Thinking

07 ნოემბერი

Alternate TextTbilisi Expo Georgia Alternate Text07 ნოემბერი 2019 - 13:00

345B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
Leading Innovative Change: Use Design Thinking to Lead High Performing and Creative Teams
პირველად საქართველოში! ინოვაციებსა და „Design Thinking“-ში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, ყველაზე გაყიდვადი ავტორი, ოლიმპიური მედალოსანი და TEDx-ზე ორჯერ მიწვეული სპიკერი, ჯონ კ. ქოილ, თბილისში სემინარს ატარებს.
პროგრამა შედგება 3 ნაწილისგან:

ნაწილი 1. Strengths 2.0 - Applying "Design Thinking" to Individual and Team Strengths and Weaknesses.
განვიხილოთ თქმულება: ”სიგიჟე განიმარტება, როგორც უსასრულოდ ერთი და იმავე რამის კეთება და სხვადასხვა შედეგის მიღების მოლოდინი.” დადგა დრო ახალი მიდგომისთვის? სპორტის მეტაფორის მაგალითით შეიტყვეთ, როგორ შეუძლიათ ადამიანებს და გუნდებს ინოვაციური მიდგომებით აღმოაჩინონ და გამოიყენონ მათი უნიკალური ძლიერი მხარეები ( და დაფარონ სისუსტეები).

ნაწილი 2. Resiliency 2.0 - Applying Design Thinking to Stress and Resiliency.
იმის ნაცვლად, რომ შეეცადოთ მართოთ ან შეამციროთ სტრესი (ან მიიღოთ სამუშაოს და პირადი ცხოვრების ბალანსი), გაიგეთ, თუ როგორ მიაღწიოთ უფრო მეტს კიდევ უფრო დიდი სტრესის პირობებში (და ისიამოვნოთ), შეისწავლეთ გამძლეობის ახალი მოდელი, რომელიც ძალების აღდგენის ნეირომეცნიერების საფუძველზე გაგაცნობთ, როგორ შეგიძლიათ მიაღწიოთ უკეთეს შედეგს სტრესულ პირობებში, პროაქტიული გამოწვევების ფონზე.

ნაწილი 3. Time 2.0 - Applying Design Thinking to Time and “Chronoception.”
ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ფულის ღირებულება დროში, მაგრამ ნამდვილად გვესმის თუ არა ჩვენი დროის ინვესტიციის ღირებულება? Story-telling-ისა და ნეირომეცნიერების საშუალებით, გამოიკვლევთ როგორ უნდა შეანელოთ, შეაჩეროთ ან შეცვალოთ თქვენს მიერ აღქმული დროის სიჩქარე.
სპიკერის შესახებ
ჯონ კ. ქოილ არის სტენფორდისა და კელოგის კურსდამთავრებული, TEDx–ის სპიკერი, პროფესორი, ოლიმპიური მედალოსანი და ყველაზე გაყიდვადი ავტორი. ჯონ კ. ქოილ არის Fortune 100 კომპანიების, უნივერსიტეტებისა და მრავალი საერთაშორისო კონფერენციების მიწვეული სპიკერი. იგი არის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ავტორი: Design For Strengths: Applying Design Thinking to Individual and Team Strengths (2018) და The Art of Really Living Manifesto (2016). ჯონ კ. ქოილ აუდიტორიას სთავაზობს 1) რაციონალური ჩარჩოების, მონაცემებზე დამყარებული ხელსაწყოებისა და 2) ინსპირაციული storytelling-ის მეშვეობით, ემოციური გააქტიურების კომბინაციას. მისი პროგრამის შემდეგ, მონაწილეს უჩნდება მოტივაცია, შეიტანოს მნიშვნელოვანი ცვლილებები თავის პირად და ბიზნეს ცხოვრებაში.

იხილეთ ჯონ კ. ქოილის გამოსვლა TEDx-ზე.

ვორკშოპის შედეგად
  • შეისწავლით, როგორ გახდეთ უფრო პროდუქტიული მეტი სტრესის ქვეშ;
  • გეცოდინებათ, როგორ გამოიყენოთ თქვენი ძლიერი მხარეები საუკეთესო შედეგების მისაღწევად;
  • გადაწყვეტთ დელეგირებისა და აუთსორსის საჭიროებას და დასახავთ გუნდის შესაძლებლობების განვითარების გზას;
  • გაზრდით კოლეგების და მომხმარებლების ჩართულობას და დაამყარებთ მათთან უფრო ეფექტურ თანამშრომლობას;
  • შეისწავლით, როგორ დაგეგმოთ ცხოვრება ისე, რომ შეიძინოთ შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გამოცდილება.
ვინ უნდა დაესწროს
  • წარმატებაზე ორიენტირებული პროფესიონალები, რომლებსაც სურთ პირადი და სამუშაო ცხოვრების მეტი მნიშვნელობით დატვირთვა;
  • ბიზნეს ლიდერები, მენეჯმენტ კონსულტანტები, გაყიდვების წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ დამატებითი უპირატესობის აღმოჩენა;
  • მენეჯერები, რომლებიც ნერგავენ ცვლილებებს;
  • ბიზნეს ერთეულები, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა კულტურისა და გუნდების ინტეგრაციას;
  • ყველა, ვისაც სურს ახალი ცხოვრების დაწყება და ფიქრობს, როგორ გახდეს უკეთესი.
დრო და ადგილი
7 ნოემბერი, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე, ყავაზე შესვენებით.
ექსპო ჯორჯია, პავილიონი # 3, თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 118

ვორკშოპი ტარდება ინგლისურად. თარგმანი გათვალისწინებული არ არის.

ბილეთის ფასი - 345 ₾
ადგილები შეზღუდულია

Early bird: შეიყვანე კოდი „bird19“ და მიიღე 10% ფასდაკლება 20 ოქტომბრამდე.

ვორკშოპის ორგანიზატორები არიან GEC და გროუინი.




07 ნოემბერი

Alternate TextTbilisi Expo Georgia Alternate Text07 ნოემბერი 2019 - 13:00

345B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები

საერთო სივრცე - 345 B

-
1
+
345 B
დააკლიკეთ რუკის სანახავად