Alternate Text
Mark Eliyahu

16 ნოემბერი

Alternate Textრესპუბლიკა Alternate Text16 ნოემბერი 2019 - 20:00
აღწერა
ქამანჩას ლეგენდა, მარკ ელიაჰუ, კავკასიური ტურნეს ფარგლებში 16 ნოემბერს
თბილისში გამართავს კონცერტს.

გარდა იმისა, რომ უდიდესი მუსიკოსია, მარკ ელიაჰუ კულტურული
მრავალფეროვნებისა და მშვიდობის სიმბოლოც არის. თავისი შთამბეჭდავი
ცხოვრებისეული გამოცდილებით, უაღრესად დახვეწილი მუსიკითა და გულწრფელი
ღიმილით მარკი დადებით გზავნილს გადასცემს მსმენელს, შლის გეოგრაფიულ
საზღვრებს, ენობრივ დაბრკოლებებსა და რელიგიურ განსხვავებებს. მარკ ელიაჰუს
მუსიკით აჟღერებული, სიყვარულის უნივერსალური ენა ადამიანების გულებს სწვდება.
გადავწყვიტეთ, რაც შეიძლება, მეტ ადამიანს გავაცნოთ მარკ ელიაჰუ უჩვეულო
ფორმატის მუსიკალური ტურნეს საშუალებით: ის და მისი ბენდი ავტობუსით
მოივლიან ბაქოს, განჯასა და თბილისს, გაჩერდებიან ქალაქებსა და სოფლებში,
შეხვდებიან ადამიანებს ქუჩებში და მოედნებზე, კაფეებსა და საჩაიეებში.

ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ არაჩვეულებრივ შანსს, ახლავე შეიძინეთ ბილეთი!

16 ნოემბერი

Alternate Textრესპუბლიკა Alternate Text16 ნოემბერი 2019 - 20:00
ბილეთები
დააკლიკეთ რუკის სანახავად