Alternate Text
გიორგი კიკნაძის კვარტეტის ჯაზ კონცერტი PAYSAGE

14 ოქტომბერი

Alternate Textთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია Alternate Text14 ოქტომბერი 2019 - 20:00

15B - 25B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
გერმანიაში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორი და კონტრაბასისტი გიორგი კიკნაძე საქართველოში ჯაზ კონცერტების სერიას PAYSAGE გამართავს.
გიორგი კიკნაძის სადებიუტო ალბომი „paysage“, რომელითაც ის მსმენელის წინაშე წარდგება, თავის დიდი ხნის კოლეგებთან და მეგობრებთან, საქსოფონისტ ფრანკ დელესთან, პიანისტ ლუკას კლაპთან და დრამერ კონრად ულრიხთან ერთად ჩაწერა. ჩანაწერი სავსეა მიძღვნებით; ერთის მხრივ მათდამი, ვინც მისი თაყვანისცემის და აღტაცების ღირსნი გამხდარან, როგორც კომპოზიტორი ალბან ბერგი ან პისტოლიერო უაილდ ბილ ჰიკოკი, მეორე მხრივ კი მათდამი, ვინს უყვარს და ვისაც მასზე ზეგავლენა ჰქონია; ადამიანებისადმი, რომელნიც ორი სხვადასხვა ქვეყნიდან, იქნებ ორი სამყაროდანაც კი არიან, რომელთაგან ორივე თანაბრად მიაჩნია თავისად; თავისი ოჯახისადმი საქართველოში, მაგრამ ასევე თავისი „საკუთარი“ ახალი ოჯახისადმი გერმანიაში; მეგობრებისადმი ორივე ქვეყნიდან, რომელნიც ალბათ ცა და მიწასავით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
გიორგი კიკნაძე საქართველოში დაიბადა. ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიის ქალაქ ლიუბეკში წლების წინ გადავიდა, დაამთავრა ჰამბურგის მუსიკისა და დრამის უნივერსიტეტი. ის ქართველი კომპოზიტორის, რეზო კიკნაძის შვილია. გიორგი კიკნაძე ხელმძღვანელობს საკუთარ კვარტეტსა და ტრიოს. ასევე, ანა-ლენა შნაბელის და გაბრიელ კობურგერის ბენდების წევრია, მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში და უკრავს ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან ტილ ბრონერი, გარი თომასი, ადამ ნუსბაუმი, ზივ რავიზი, ფლორიან ვებერი, კრისტიან ლილინგერი, ჯონ შროდერი, კლაუს სტოტერი, ფილიპ გროპერი და სხვა.
გიორგი კიკნაძე - კონტრაბასი, კომპოზიტორი
ფრანკ დელე - საქსოფონი
ლუკას კლაპი - როიალი
კონრად ულრიხი - დასარტყამი

ორგანიზატორი Kavkaz Jazz
კონცერტების სერია ტარდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
პარტნიორები: Mercury Hotel და Ibis Styles Tbilisi Center.


14 ოქტომბერი

Alternate Textთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია Alternate Text14 ოქტომბერი 2019 - 20:00

15B - 25B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად