Alternate Text
კირკე

24 ოქტომბერი

Alternate Textხიდი Alternate Text24 ოქტომბერი 2019 - 20:00

10B - 25B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ იუკო კასეკის პერფორმანსს „W!O!manMADe“ და ვალერი რენეს კონცერტს:

პერფორმანსი: 20 საათი
კონცერტი: 22 საათი
თარიღი: 2019 წლის 24 ოქტომბერი
დასაწყისი: 20:00
მისამართი: კლუბი KHIDI
ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, მარჯვენა სანაპირო

W!O!men MADe
ეს მამაკაცების სამყაროა, მაგრამ არაფერი იქნებოდა მის გარეშე...მასთან ერთად...
მამაკაცებისგან შექმნილ ამ სამყაროში-კაცი ქმნიდა მანქანას, იარაღს, აშენებდა კედელს, იწყებდა ომს,
აკეთებდა ფულს, რომ ეყიდა....სხვა კაცებისგან, წარმოებისა და დესტრუქციის უსასრულო გამეორება-დიდი ბიჭების თამაში.
რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე? და ვინ არის ეს კაცი?
როგორია ქალების შექმნილი სამყარო?
ამ სამყაროზე არავინ არაფერი იცის, რადგან ქალს უფლებაც არ ქონდა, რომ ეცადა მაინც, ან რადგან კაცმა ყველაფერი თავის სამყაროდ აქცია...
ქორეოგრაფიული პერფომანსის ინსპირაციის წყარო ხელოვანი ქალები არიან, ქალები, რომლებსაც საკუთარი თავის ნდობა აქვთ, ყურს უგდებენ საკუთარ შინაგან ხმას და საკუთარი სიბრძნის კარნახით მოქმედებენ. შემოქმედებითი ძალის საიდუმლოებათა ძიებისას განსხეულებული მათი ხელოვნების სული, შემოქმედებით პროცესებს ხელახლა განგაცდევინებთ და მათ კვალს დაგანახებთ. ტკივილით სავსე გზა, რომლებიც განკურნების გზაცაა, ცეკვას იმ სურათ-ხატად გარდაქმნის, რომელიც თქვენს თვალწინ ახალ პერსპექტივებს
გადაშლის და რომელიც უკვე შექმნილი სისტემის საზღვრებს გადალახავს. იუკო კასეკი იკვლევს ჩვენი ეგზისტენციის მოწყვლად, დაუცველ ბუნებას და ცდილობს, მისი მნიშვნელობა იპოვოს. მას სურს დიალოგი დაიწყოს, რათა მომავლის შესაძლო ახლებურ სამყაროზე დავფიქრდეთ.

კონცეფცია / რეჟისურა / ქორეოგრაფია / შესრულება: იუკო კასეკი
Live Music-მუსიკა / პერფორმანსი: ვალერი რენე
თანარეჟისორი / ვიზულაური დიზაინი: ტეო ვლადი

კოსკიუმების დიზაინი / სცენოგრაფია: იუკო კასეკი
ფოტო: სიგელ ეშკოლი
იუკო კასეკი - რეჟისორი, ბუტოს მოცეკვავე (თანამედროვე ავანგარდული ცეკვა, რომელიც იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა), იმპროვიზატორი და მასწავლებელი, აწყობს პერფომანსებს, მოღვაწეობს
ბერლინში 1995 წლიდან. ბუტოს ცეკვა და პერფომანსის ხელოვნებას დაეუფლა ბრაუნშვაიგში ანცუ ფურუკავას კლასში, რომლის დასშიც „Butter Tokio and Verwandlungsamt” 1989-2000 წლებში ცეკვავდა.
1995 წელს იუკო კასეკიმ და მარკ ატესმა დააარსეს ქორეოგრაფიული დასი კოკასეკი. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში პერფომანსის არტისტებთან, მუსიკოსებთან და ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენლებთან ერთად.
სოლო იმპროვიზაციებით და ანსამბლებთან ერთად გამოდიოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების, იაპონიის, ტაივანის, კორეის, მალაიზიის, კანადის, მექსიკის, ბრაზილიის, ჩილეს, ურუგვაის, არგენტინის, ავსტრალიის, ინდოეთის, რუსეთის, ბურკინა ფასოს და ამერიკის სცენაზე. მისი ნამუშევრები სავსეა პოეტური და ცოცხალი სურათ-ხატებით; მსის პერფომანსები აუტსაიდერის ეგზისტენციის გააზრებისა და მისი ასახვის მცდელობაა.
ვალერი რენე - ბერლინში მცხოვრები ფრანგი რეჟისორი, ელექტრონული პოპ-შანსონების შემსრულებელი, მუსიკოსი, ვოკალის მასწავლებელი, მხატვარი, დიჯეი და Electro Art Pop Noir duo Noblesse Oblige-ს წევრი, პერფომანსის ხელოვანი.
ფაქიზი პოეტურობით შეფერილი სიზმრისეული განწყობილებით სავსე მისი მელოდიები და ძლიერი ენერგიით დამუხტული სიმღერები არღვევს იმ ბნელ საზღვრებს და უხეშ ნაწიბურებს, რომლის მიღმაც ელექტრონული მუსიკის ტერიტორიას იკვლევს.
თეო ვლადი - სწავლობს ვიზუალურ კომუნიკაციას ედინბურგის ხელოვნების კოლეჯში, მუშაობს 2011 წლიდან ბერლინში, როგორც დამოუკიდებელი პერფომანსის არტისტი და ფილმისა და თეატრის აუდიო-ვიზუალური
დიზაინერი.
პროექტის მხარდამჭერია: Check In Georgia, თბილისის მერია, სასტუმრო რუმსი თბილისში, კლუბი ხიდი, ქალთა ფონდი საქართველოში, სადაზღვევო კომპანია არდი მედია პარტნიორი: არტარეა

24 ოქტომბერი

Alternate Textხიდი Alternate Text24 ოქტომბერი 2019 - 20:00

10B - 25B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები

პერფორმანსი - 20 B

-
1
+
20 B

კონცერტი - 10 B

-
1
+
10 B

კონცერტი + პერფორმანსი - 25 B

-
1
+
25 B
დააკლიკეთ რუკის სანახავად