Alternate Text
ფორტე

12 ოქტომბერი

Alternate Textთბილისის საკონცერტო დარბაზი Alternate Text12 ოქტომბერი 2019 - 20:00

30B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
12 ოქტომბერს ანსამბლი ,,ფორტე’’-ს 30 წლის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება. ანსამბლი ,,ფორტე“ 30 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაში ჯგუფის შემოქმედებითი საღამო და ვარკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებითა და ,,ლილო მოლი''-ს მხარდაჭერით გაიმართება.
ანსამბლი ქართველი მსმენელის წინაშე ბენდთან და ორკესტრთან ერთად წარსდგება, სადაც წლების განმავლობაში, ჯგუფის მიერ შესრულებული სიმღერები შესრულდება. გარდა ამისა, ჯგუფი ახალ სიმღერებსაც შეასრულებს.
საღამოს დასასრულს კი, ფილარმონიის წინ საზეიმოდ ,,ფორტე“-ს სახელობის ვარკვლავი გაიხსნება.
ჯგუფის წევრები: ზურა მანჯავიძე, ნინო ახობაძე, მანანა მაისურაძე, ირინა კახნიაშვილი და ნუცა ჯანელიძე.
ანსამბლი 1991 წელს შეიქმნა თბილისში. 2000 წელს ორკესტრთან ერთად გაიმართა მათი სოლო კონცერტი. ანსამბლის შემოქმედებითი ისტორია ქართევლი მსმენელისთვის ბევრ საყვარელ პოპულარულ სიმღერას ითვლის. შემდგომ იყო „არტ იმედის“ პროექტი, ფესტივალი „ქართული სული“ და სხვა.
ანსამბლი ხშირად მოგზაურობს და მართავს ტურნეს როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჯგუფს მიღებული აქვს არა ერთი ჯილდო, მათ შორის 2001 წელს ფესტივალზე „წლის სიმღერა“ გადაცეათ პრიზი სიმღერისთვის „პოპური“, 2002 წელს ფესტივალზე „წლის სიმღერა“ - გადაეცათ პრიზი სიმღერისთვის „თბილისის მზეს“

12 ოქტომბერი

Alternate Textთბილისის საკონცერტო დარბაზი Alternate Text12 ოქტომბერი 2019 - 20:00

30B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად