Alternate Text
კონტაქტი - ინკლუზიური სპექტაკლი

04 ნოემბერი

Alternate Textრუსთაველის თეატრი Alternate Text04 ნოემბერი 2019 - 20:00

8B - 12B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ (GIFT - Georgian International Festival of Arts in Tbilisi) წარმოგიდგენთ სპექტაკლს „კონტაქტი“. პირველ ქართულ ინკლუზიურ სპექტაკლს, რომელმაც საერთაშორისო აღიარება და წარმატება მოიპოვა! სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა შედგა ქალაქ პეკინში 2019 ივლისში, ჩინეთის დრამატული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.

,,ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი". ფილოსოფიურ-შემეცნებითი საავტორო ინკლუზიური სპექტაკლი ,,კონტაქტი". (with English subtitles).

სპექტაკლი მოგვითხრობს გზაზე, რომელსაც სული დაბადებამდე გადის. დადგმაში ნაჩვენებია მთავარი გმირების სხვადასხვა განზმილებაში გადაადგილება, მათი შეხვედრა უცნაურ არსებებთან, რაც დაბადებისთვის მზადების პროცესს ასახავს. მთავარი გმირები ეძებენ კარს, რომელიც მათ დედამიწასთან დააკავშირებს. ყველაფერი სულის განსხეულებით მთავრდება და გვახსენებს, რომ ყოველი ადამიანი მნიშვნელოვანი და უნიკალური დანიშნულებით ევლინება მატერიალურ სამყაროს.

რეჟისორი და იდეის ავტორი: ირა კოხრეიძე
სცენოგრაფი/ კოორდინატორი: გიორგი მიქაბერიძე
მუსიკალური გაფორმება: ბაჩი თომაძე
პიესის ავტორი: ირა კოხრეიძე, გიორგი მიქაბერიძე

მონაწილეობენ:
მარიამ კაპანაძე
გიორგი პოლოლიკაშვილი
სესილი ღვინჯილია
მარიამ იორდანაშვილი
დორა ანდრე
გვანცა ჯავახიშვილი
სანდრო დარსაველიძე
გიორგი ბუბაშვილი
ლუკა უშვერიძე
მაშიკო თვალაბეიშვილი
გიორგი გვასალია
ანა ხაჩიძე
ანანო ჩიტაძე
მარიამ ფირცხალავა
გიორგი მიქაბერიძე.

-----------------------------------------------------------------------
,,ირა კოხრეიძის თეატრალური დასი" დაარსადა 2015 წელს. დამაარსებლები: ირა კოხრეიძე, გიორგი მიქაბერიძე.

04 ნოემბერი

Alternate Textრუსთაველის თეატრი Alternate Text04 ნოემბერი 2019 - 20:00

8B - 12B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად