Alternate Text
როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი

05 ოქტომბერი

Alternate Textბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი Alternate Text05 ოქტომბერი 2019 - 12:00

30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
5 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ ორგანიზებით ჩატარდება ვორქშოპი „როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი“. იგი ეფუძნება ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს ბესთსელერში – „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ – განხილულ მეთოდოლოგიებს, რომელთა ცოდნა და გამოყენებაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ბიზნესსამყაროში.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ კონკრეტული ორგანიზაციის ბიზნესმოდელზე, შეავსებენ ბიზნესმოდელის ტილოს (Business Model Canvas) და გააანალიზებენ, როგორ შეიძლება გახადონ ბიზნესი უფრო ინოვაციური და მომგებიანი.

ღონისძიების ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა წიგნი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“.

სპიკერი:
სოსო გალუმაშვილი - საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი და წიგნის „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ ქართული გამოცემის კონსულტანტი.

ვორქშოპის დღის წესრიგი:
  • რეგისტრაცია
  • სემინარი თემებზე:
    • რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას, როგორ ავიცილოთ ეს თავიდან და რა განსაზღვრავს წარმატებას
    • სად ვეძებოთ ინოვაცია უკვე არსებულ თუ ახალ ბიზნესში
    • მსოფლიოს ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელები და მათი ინოვაციები
    • რა არის ბიზნესმოდელის ტილო და როგორ გვეხმარება ის ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში
  • ყავის შესვენება
  • სემინარი: ბიზნესმოდელის ტილოს შევსების ნაბიჯები და ინსტრუქცია
  • პრაქტიკული ვორკშოპი: კონკრეტული ორგანიზაციის ბიზნესმოდელის ტილოს შემუშავება და ანალიზი.
ვორკშოპი და სემინარები განსაკუთრებით საინტერესო იქნება ტურიზმის სფეროში დაკავებული ორგანიზაციებისთვის (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, ტურისტული სააგენტოები, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები, ტურისტული ინფრასტრუქტურის სხვა წარმომადგენლები დ ა.შ), ასევე მათთვის, ვისაც აქვს სტარტაპი, ახლა იწყებს ბიზნესს ან სურს უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს არსებული პროდუქტი და სერვისი.

ღონისძიების პარტნიორები არიან გამომცემლობა "პალიტრა L", პროექტი „ლურჯი ოკეანე“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო მედია-მხარდამჭერები - გადაცემა "ბიზნესპარტნიორი" (საზოგადოებრივი მაუწყებელი) და Caucasus Business Week

მისამართი: ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, ბათუმი
დრო: 5 ოქტომბერი, 12:00 - 17:00


05 ოქტომბერი

Alternate Textბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი Alternate Text05 ოქტომბერი 2019 - 12:00

30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები

საერთო სივრცე - 30 B

-
1
+
30 B
დააკლიკეთ რუკის სანახავად