DECODER: NU / TADE / AUTUMN TREE

აღწერა
5 ივლისს, კუს ტბაზე, ცისკარში, ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალი DECODER წარმოგიდგენთ:
NU - ჩვენი დროის მომთაბარე არტისტი, რომელმაც თავისი მუსიკით მთელი მსოფლიო შემოიარა. მისი სტილი ყველასაგან განსხვავებულია. სხვადასხვა კულტურის ზეგავლენით გამოცდილი ხმის ინჟინერი და პროდიუსერი, ჟანრების მრავალფეროვნებით ყოველთვის აოცებს მსმენელს. აღსანიშნავია ისიც, რომ არტისტი საქართველოს DECODER-ის ფარგლებში პირველად ესტუმრება.
TADE - ადგილობრივი სცენის წარმატებული პროდიუსერი და DJ. მისი პირველი რელიზი 2012 წელს კანადურ ლეიბლ DASH DEEP RECORDS -ზე გამოვიდა, შემდეგ იყო UNDERYOURSKIN RECORDS-ზე გამოცემული ტრეკები, რომელსაც დადებითი რეცენზიები მოჰყვა. იგი აქტიურად უკრავს მსოფლიოში წამყვან და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული არტისტების გვერდიგვერდ, რაც მისი მუსიკალური სტილის მრავალფეროვნებაში გამოიხატება.
Autumn Tree [Leon] - ცნობილი ქართული ტექნო კოლაბორაციის, Greenbeam & Leon-ის პროექტია, რომელიც ნაკლებად აგრესიული ჟღერადობით გამოირჩევა. Autumn Tree-ს სახელის ქვეშ, დუო უფრო თბილ და ჰარმონიულ მუსიკას ქმნის. მათი სეტებიც უფრო სიღრმისეული და მელოდიურია.
Online Tickets - www.tkt.ge/decoder

I BASKET - 30 GEL
II BASKET - 40 GEL
III BASKET/DOOR - 50 GEL

Age Control: 18+
•••

საშვი