მთავარი / ვივალდის ,,წელიწადის დრონი'' – ნანა იაშვილი
ვივალდის ,,წელიწადის დრონი'' – ნანა იაშვილი

27 აგვისტო

ი. ჭავჭავაძის სახ. პროფ. დრამატული თეატრი 27 აგვისტო 2019 - 20:00

10B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

1. დიმიტრი შოსტაკოვიჩი – კამერული სიმფონია

ანტრაქტი

2. ანტონიო ვივალდი – წელიწადის დრონი

ნანა იაშვილი – ვიოლინო
პანტელის კოგიამისი – დირიჟორი

დიმიტრი შოსტაკოვიჩი – კამერული სიმფონია
ნაწარმოები კომპოზიტორის ცხოვრებაში ორი ტრავმული მოვლენის შემდეგ დაიწერა: ერთი, როდესაც მას დაუსვეს ამიტროფიული სკლეროზის დიაგნოზი და მეორე, იგი იძულებით გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. იმ დროს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ნაწარმოები ეძღვნება "მეორე მსოფლიო ომს და ფაშიზმის მსხვერპლთ"; მისი ვაჟიშვილი, მაქსიმი განმარტავს, რომ ნაწარმოები არა მარტო ფაშიზმის, არამედ ყველა ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთ ეძღვნება, ხოლო ქალიშვილი გალინა თვლიდა, რომ ავტორმა ეს ნაწარმოები საკუთარ თავს მიუძღვნა და ყველა სხვა ვერსია საბჭოთა ტოტალიტარული ხელისუფლების მიერ შეთხზული ინტერპრეტაცია იყო. შოსტაკოვიჩის მეგობარი, ლევ ლებინსკი კი წერს, რომ ეს ნაწარმოები ავტორის იმდროინდელ სულიერ მდგომარეობას გამოხატავს და რომ მაშინ კომპოზიტორს თვითმკვლელობა ჰქონდა განზრახული.
კამერული სიმფონია დრეზდენში დაიწერა, სადაც შოსტაკოვიჩი იმყოფებოდა საბჭოთა და გერმანელ კინომატოგრაფისტებთან, ერთობლივი ფილმის ფილმის „ხუთი დღე, ხუთი ღამე“ გადაღებაზე. ფილმი ეძღვნებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს დრეზდენის დაბომბვას.

ანტონიო ვივალდი – წელიწადის დრონი
იტალიელი კომპოზიტორის ანტონიო ვივალდის ოთხი სავიოლინო კონცერტის ნაკრები ითვლება ვივალდის ყველაზე ცნობილ და ბაროკოს ტიპის მუსიკის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად. შეიქმნა 1723 წელს და პირველად გამოქვეყნდა ორი წლის შემდეგ. თითოეული კონცერტი ეძღვნება წელიწადის დროს, რომელიც თავის მხრივ, სამი ნაწილისაგან შედგება: მათგან თითოეული თითოეულ თვეზეა. ყოველ ნაწილს შეესაბამება თითო სონეტი, რომელიც, სავარაუდოდ, თავად ანტონიო ვივალდის მიერაა დაწერილი.




27 აგვ.

ი. ჭავჭავაძის სახ. პროფ. დრამატული თეატრი 27 აგვისტო 2019 - 20:00

10B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად