წიგნის პრეზენტაცია-კონცერტი

13 ივნისი - 13 ივნისი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 13 ივნისი 2019 19:00 - 13 ივნისი 2019 21:00

5B - 10B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

გრიმო და ქართული სიმღერა

მონაწილეობენ ანსამბლები:
ადილეი, ანსამბლი ანჩისხატი, ბასიანი, გალობის უნივერსიტეტის გუნდი, იალონი,
კიმილია, მთიები, მჭელი, სახიობა, შილდა

შესრულდება 1967 წელს ივეტ გრიმოს მიერ ჩაწერილი უნიკალური რეპერტუარი.

2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის
საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერი
გამოსცა წიგნი „გრიმო და ქართული სიმღერა“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე),
რომელიც დაიბეჭდა პოლონური გამომცემლობის, WPN-ის მიერ საგანგებოდ
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის.

ფრანგი ეთნომუსიკოლოგი ივეტ გრიმო (1922–2012) იყო პირველი უცხოელი, რომელმაც
საბჭოური იზოლაცია გაარღვია, 1967 წელს ქართველ კოლეგებთან ერთად მოიარა მთელი
საქართველო და ჩაიწერა ტრადიციული ქართული სიმღერის 400-მდე ნიმუში.
წიგნში მკითხველი გაეცნობა მეცნიერის ნარკვევებს ქართული სიმღერის შესახებ,
გამოხმაურებებს მის მიერ საქართველოში ჩატარებულ ექსპედიციებზე და თანდართულ
ოთხ დისკზე ჩაწერილი სიმღერების ტექსტებს, შემსრულებლების შესახებ მონაცემებსა
და კომენტარებს. აქ წარმოდგენილი აუდიომასალა ჩაწერილია იმ დროის საუკუეთესო
შემსრულებლებისაგან და წარმოაჩენს უნიკალური ქართული მუსიკალური
ფოლკლორის დიალექტურ და ჟანრულ მრავალფეროვნებას, ემოციური შინაარსის
სიმდიდრესა და გამოხატვის ფორმების სირთულეს.

13 ივნისი - 13 ივნისი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 13 ივნისი 2019 19:00 - 13 ივნისი 2019 21:00

5B - 10B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად