Alternate Text
David Garrett

13 სექტემბერი

Alternate Textთბილისის სპორტის სასახლე Alternate Text13 სექტემბერი 2019 - 20:00

130B - 200B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
დევიდ გერეტი - ახალი ალბომით “UNLIMITED –LIVE 2019” თავის თაყვანისმცემლებთან ერთად აღნიშნავს საკუთარშემოქმედების 10 წელს.

“UNLIMITED” დევიდ გერეტის ახალი ტურნე ეძღვნება მუსიკას და მუსიკის თაყვანისმცემლებს.
2019 წლის 13 სექტემბერს დევიდ გარეტი და მისი ბენდი ახალი, განუმეორებელი და შთამბეჭდავი „ქროსოვერის“ პროგრამით ესტუმრება თბილისს სპორტის სასახლეში.
კარიერის დასაწყისშივე დევიდ გერეტის შემოქმედებას საზღვრები არ გააჩნდა, ამიტომაც “UNLIMITED” არის არამარტო საკონცერტო ტურნეს დასახელება, არამედ მუსიკოსის ცხოვრების ფილოსოფია. ყველა, ვინც იცნობს დევიდ გერეტს იცის, რომ მისი შემოქმედებითი კრეატივი უსაზღვროა და სწორედ ამით აოცებს უკანასკნელი ათი წელიწადია მილიონობით მსმენელს მთელს მსოფლიოში. მისი თავდადებული სიყვარული მუსიკისადმი აძლევს საშუალებას სულ ახალი და უნიკალური „ქროსოვერი“ შესთავაზოს მსმენელს და ამასთანავე შეასრულოს კლასიკური მუსიკის შედევრები.

ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში სხვა შემსრულებელი, გარდა დევიდ გერეტისა, რომელმაც ჟანრობრივი ბარიერების მიუხედავად, საკუთარი თავი სრულად და უკომპრომისო პერფექციონიზმით მიუძღვნა დიად მუსიკას და მისი მსოფლიო წარმატება ამართლებს მის არჩევანს. მისთვის შეზღუდვები მიუღებელია. საკუთარი მისწრაფებით, მუდმივად შექმნას ახალ-ახალი მუსიკალური შესაძლებლობები, დევიდ გერეტმა მიაღწია იმას, რომ საკუთარი შთაგონება გადასცა ყველა თაობის მსმენელს.
მე დიდი სიხარულით ველოდები საკონცერტო ტურნეს“UNLIMITED –LIVE 2019“. ახლა, ისე როგორც არასდროს, მსურს ჩემი თაყვანისმცემლები გადავიყვანო მომხიბლავ მუსიკალურ მოგზაურობაში და ჩემს ჯგუფთან, მეგობრებთან და თაყვანისმცემლებთან ერთად საზეიმოდ ავღნიშნო ჩემი მუსიკალური შემოქმედების ათი წელი.“
10 წელზე მეტია, რაც დევიდ გერეტი საკუთარი საერთაშორისო კარიერით წლიდან წლამდე ქროსოვერის შედეგებს აუმჯობესებს და და სჯობნიდა საკუთარ თავს. მისი უკანასკნელი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მსოფლიოტურნე “EXPLOSIVE LIVE” გაიმართა 20 ქვეყანაში და გაიყიდა 400,000-ზე მეტი ბილეთი. ტურნე“UNLIMITED” მადლიერების გამოხატვაა დევიდ გერეტისგან, არამარტო მისი თაყვანისმცემლებისათვის, არამედ მისი გუნდის და ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც მონაწილეობდა მის მოგზაურობაში და გვერდში ედგა მას უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ამის აღსანიშნავად, დამატებით, თავის სრულიად ახალ კომპოზიციებთან ერთად, ის შეასრულებს უკანასკნელი ათწლეულის თავის ყველაზე პოპულარულ კომპოზიციებს, როგორებიცაა: “Smooth Criminal”, “Nothing Else Matters”, “He’s a Pirate”, “Viva la Viva”,“Thunderstrck”. განსაკუთრებული სიურპრიზი იქნება მისი საუკეთესო ნაწარმოებები, რომლებიც არ იქნება ჩართული ელექტროქსელში და შექმნის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ მომენტებს პროგრამის მსვლელობის დროს. “UNLIMITED” აგრეთვე იქნება არტისტის პერსონალური რეტროსპექტივა, რომელმაც თავისი სახელი დატოვა ისტორიაში საკუთარი ქროსოვერული მუსიკით და რომელმაც ვიოლინოს რეპერტუარში მოახდინა რევოლუცია.

მის ახალ საუკეთესო ალბომში "Unlimited – Greatest Hits", რომელიც გამოსცა ლეიბლმა Universal Music 2018 წლის ოქტომბერში, შესულია ამ ცოტა ხნის წინ არანჟირებული და ახალი ნაწარმოებები.
მოკლე ბიოგრაფია:
გასულ წელს დევიდ გერეტის მე-10 ალბომმა "Rock Revolution" დაიკავა მე-8 ადგილი გერმანიის ტოპ-ათეულში. პოპ-ვარსკვლავებს შორის პაგანინად, ხოლო მევიოლინეებს შორის ჯიმი ჰენდრიქსად აღიარებული დევიდ გერეტი ფლობს, როგორც როკ-ვარსკვლავის ქარიზმას, ასევე ვირტუოზული შესრულების უნარს, რომელიც ხელეწიფება მხოლოდ ჩვენი დროის საუკეთესო ინსტრუმენტალისტებს. მას 3 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული, 24 ოქროს და 16 პლატინის ჯილდო აქვს მიღებული ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, ჰონგკონგი, მექსიკა, სინგაპური, ტაივანიდა ბრაზილია. მის პერფორმანსებზე მილიონობით ბილეთია გაყიდული. დევიდ გერეტი არის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზედიდი ვარსკვლავი მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში.


13 სექტემბერი

Alternate Textთბილისის სპორტის სასახლე Alternate Text13 სექტემბერი 2019 - 20:00

130B - 200B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად