Alternate Text
უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი

01 ივნისი

Alternate Textკლუბი 33ა Alternate Text01 ივნისი 2019 - 20:00

B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
,,ლივერპულის" ფანკლუბი ვაკის პარკში, კლუბ 33 ა -ში დაბანაკდება და ერთად ლამაზ, ბრიტანულ საღამოს მოაწყობენ, სადაც გელოდებათ ცივი ლუდი, გემრიელი ჰოთ-დოგები, იქნება გათამაშებები და ბევრი სასიამოვნო სიურპიზი. და ყველაზე მთავარი! ჩვენს საღამოს წაიყვანს ლევან სუხიტაშვილი, გიტარითა და ,,ჩანტებით" კი გააფორმებს Grigol Nodia, რომელთან ერთადაც იმღერებენ უამრავი ,,ლივერპულის" გულშემატკივრები და საზეიმო საღამოს კიდევ უფრო საოცარს გახდიან! გპირდებით ეს საღამო არასდროს დაგავიწყდებათ!

შენიშვნა: ტერიტორიაზე იქნება დაახლოებით 200-250 დასაჯდომი ადგილი, რომლებიც არც იჯავშნება და არც დანომრილი არ არის, ასე რომ, მოემზადეთ ნამდვილი ბრიტანული საღამოსთვის!

ღონისძიება დაიწყება 20:00 საათზე, მატჩის დაწყებას კი ყველა ერთად დაველოდებით ბევრი სიმღერით, ჩანტებითა და ,,პირო ტექნიკით" გადაწითლებულ ვაკის პარკში! ნამდვილი გუნდის, ნამდვილი ფანები იქნებიან აქ!!!

ვინაიდან გადავწყვიტეთ, რომ ივენთი ყოფილიყო ქალაქის ცენტრში, ღია ცის ქვეშ და უმაღლესი ხარისხის აპარატურით, მოსულიყო მაქსიმალურაფ ბევრი მსურველი, მოგვიწია დიდი ხარჯების გაღება, რამაც შესასვლელი ბილეთისთვის შემდეგი ფასის დადება გამოიწვია - 15 ლარი. როგორც წესი, მსგავსი ახსნა-განმარტებები არ კეთდება, თუმცა საიტის გუნდი თავს ვალდებულად თვლის აგიხსნათ, რომ ამ ღონისძიებას მათთვის არანაირი, არანაირი ფინანსური სარგებელი არ მოაქვს!

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტერიტორია შემოღბილია, რაც ზემოთაღნიშნული რაოდენობის ტევადობას გულისხმობს, ასე რომ, ნუ გადადებთ ბილეთების შეძენას, რაოდენობა შეზღუდულია, მსურველი კი ძალიან ბევრი.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ჩვენს შეკრებებზე, ღონისძიებაზე იქნებიან დაცვის პოლიციის თანამშრომლები, ისევ და ისევ თქვენი უსაფრთხოებისთვის. გთხოვთ ნუ წამოიღებთ ბასრ და სიცოცხლისთვის საშიშ ნივთებს (არ იგულისხმება პიროტექიკა) წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებით ტერიტორიაზე.

01 ივნისი

Alternate Textკლუბი 33ა Alternate Text01 ივნისი 2019 - 20:00
ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები
დააკლიკეთ რუკის სანახავად