Alternate Text
Soundwave

30 მაისი

Alternate Textფაბრიკა Alternate Text30 მაისი 2019 - 20:00

15B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
SOUNDWAVE​ - ცოცხალი მუსიკის ახალი ტალღაა, რომელსაც ​ლიკანი​ და ​Velvet Session წარმოგიდგენთ.
SOUNDWAVE​ ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს მიზნად ისახავს ცოცხალი მუსიკის დაუვიწყარი საღამოების მოწყობას, სადაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის ჯადოსნული კავშირი მყარდება.
ცოცხალი სესიები იქნება უნიკალური, სახასიათო, ერთმანეთისგან განსხვავებული და ყოველთვის ღია ექსპერიმენტებისთვის.
მოხარულები ვართ მეხუთე სესიაზე წარმოგიდგინოთ ქართული ანდერგრაუნდ სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლები ​Eko & Vinda Folio​.
Eko & Vinda Folio​ — ერეკლე დეისაძის და თემო ეზუგბაიას პროექტია. მუსიკოსების პირველი ერთობილივი ნამუშევარი სიმღერის „სისტემა უნდა დაინგრეს“ ალტერნატიული ვერსია იყო. მათმა მუსიკამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. ერეკლეს და ვინდას პირველი და მთავარი მიზანი იყო მნიშვნელოვანი მესიჯები მიეწოდებინათ ხალხისთვის. სწორედ ამიტომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სიმღერის ტექსტს, ასევე სიმღერის ტექსტი ყოველთვის ქართულ ენაზეა. დროთა განმავლობაში მათი მუსიკა უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, რადგან მათგან წამოსული მესიჯები ახალგაზრდებისთვის ძალიან ახლოს იყო. ისინი ცდილობენ ჟანრობივად არ შეიზღუდონ თავი. 2016 წლის ნოემბერში გამოიცა მათი პირველი ორ სინგლიანი ჩანაწერი ფრანგულ ლეიბლზე “Talitres”, რომელშიც სიმღერები ,,შენ ანათებ” და ,,აგურით ხელში” შევიდა. 2019 წლის სექტემბერში გამოდის ახალი ალბომი ,,თერაპია”, რომლის პრემიერაც ჩვენს სესიაზე შედგება.
მაისის სესიაზე ერეკლეს და ვინდას ბენდთან ერთად ვიხილავთ:
ერეკლე დეისაძე - ვოკალი;
თემო ეზუგბაია - გიტარა;
არჩილ სულაქველიძე - ბასი/გიტარა;
სანდრო სულაქველიძე - დრამი.

30 მაისი

Alternate Textფაბრიკა Alternate Text30 მაისი 2019 - 20:00

15B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები

საერთო სივრცე - 15 B

-
1
+
15 B
დააკლიკეთ რუკის სანახავად