მთავარი / საერთაშორისო კონფერენცია - კიბერდანაშაული და კიბერუსაფრთხოების ნორმებთან თავსებადობა
საერთაშორისო კონფერენცია - კიბერდანაშაული და კიბერუსაფრთხოების ნორმებთან თავსებადობა

01 ივნისი

სასტუმრო ძველი თბილისი 01 ივნისი 2019 - 10:30

200B - 350B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

კიბერდანაშაულის პრევენცია, გამოვლენა და მასთან ბრძოლა განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. ასევე პრობლემატურია კიბერუსაფრთხოების ნორმებთან სრული თავსებადობის მიღწევა.

თავსებადობა იცავს როგორც თქვენი კომპანიის ბიზნეს-უწყვეტობას, ასევე თქვენი მომხმარებლების მონაცემებსა და პერსონალურ ინფორმაციას პოტენციური შეტევების ან გაჟონვისაგან. რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური დანაკარგები, რისკის ქვეშ დააყენოს თქვენი რეპუტაცია და სახელმწიფოს ან მარეგულირებლის მხრიდან სანქციები გამოიწვიოს. გარდა ამისა, კომპანიის თავსებადობა კიბერუსაფრთხოების ნორმებთან ემსახურება კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენს მომხმარებლებს შესთავაზოთ მონაცემებისა და მონაცემთა გადაცემის უსაფრთხოება.

საერთაშორისო კონფერენციაზე „კიბერდანაშაული და კიბერუსაფრთხოების ნორმებთან თავსებადობა“ განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის ნორმები და მათთან თავსებადობა, მათთან დაკავშირებული რისკები, უფლებები და რეგულაციები. ასევე განხილული იქნება კიბერუსაფრთხოების ნორმებთან თავსებადობის ეკონომიკური საკითხები, კიბერდანაშაულის, მონაცემთა გატეხვისა და მასთან დაკავშირებული ფინანსური სანქციებისგან დაცვა და პრევენცია. კონფერენცია ფოკუსირდება კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო და ეროვნულ ნორმებთან თავსებადობის უზრუნველყოფაზე, თქვენი ბიზნესის კიბერუსაფრთხოებისთვისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

ისინი ვინც კონფერენციას ვერ დაესწრებიან, მაგრამ იყიდიან ბილეთს, ღონისძიების შემდეგ მიიღებენ კონფერენციის სრულ ვიდეო ჩანაწერსა და გამოყენებულ მასალებს ელექტრონული სახით.

კონფერენციის სპიკერები იქნებიან:

გეინორ ოგდენ (ინგლისისა და უელსის სახალხო დამცველის სერვისის ხელმძღვანელი. 2000-2007 წწ.)

მაკა პეტრიაშვილი (კიბერუსაფრთხოების ტრენერი და კონსულტანტი, CYSEC Cyber Security Educational Center დამფუძნებელი)

ჯონ ჩეინი (ბლოკჩეინის ექსპერტი, Chain Enterprises LLC - დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ნევადა, აშშ)

მაქსიმ იავიჩი (კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი, Scientific Cyber Security Association - დამფუძნებელი და პრეზიდენტი)

სანდრო ბიბილაშვილი (საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლის ექსპერტი. „BGI Legal”-ის პარტნიორი. მსხვილი კორპორაციების მრჩეველი, რომლებიც საქართველოში არსებულ საბანკო, სამეწარმეო, ნავთობისა და სხვა სექტორებში ახორციელებენ ინვესტიციებს.)

კონფერენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე (სინქრონული ქართული და რუსული თარგმანით)

გაითვალისწინეთ, რომ სტუდენტური ბილეთების იდენტიფიკაცია მოხდება ადგილზე სტუდენტური ბარათის წარდგენისას


1 ივნ.

სასტუმრო ძველი თბილისი 01 ივნისი 2019 - 10:30

200B - 350B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

სტანდარტული - 350 B

-
1
+

სტუდენტური - 200 B

-
1
+
დააკლიკეთ რუკის სანახავად