მთავარი / SPACEHALL KUSTBA: Solomun / Cosmic Love Rotation / Tade
SPACEHALL KUSTBA: Solomun / Cosmic Love Rotation / Tade

21 ივნისი

კუს ტბა 21 ივნისი 2019 - 23:30

60B - 250B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 5 ბილეთის შეძენა

21 ივნისს კუს ტბაზე მსმენელის წინაშე SOLOMUN, TADE და COSMIC LOVE ROTATION წარსდგებიან.

SOLOMUN, რომელიც თამამ მუსიკალურ მოგზაურობებს და დენსფლორის გამოწვევას არასდროს ერიდება, თბილისში პირველად დაუკრავს. თავისი წარმატებული სტუდიური ნამუშევრებით, სახელგანთქმული ლეიბლებით და განსაკუთრებით კი მარათონული დიჯეი სეტებით, SOLOMUN ევროპული საკლუბო სცენის წამყვან ძალად იქცა - არტისტად, რომელიც ტრადიციულ მუსიკალურ ფორმებს თავის ინდივიდუალიზმს არგებს.

მისი კომპანიონი ქართველი პროდიუსერი და დიჯეი TADE იქნება, რომელიც 2012 წლის შემდეგ აქტიურად ჩნდება ქვეყნის ყველაზე წარმატებულ კლუბებსა და ფესტივალებზე. სხვადასხვა საინტერესო არტისტების მხარდამხარ დაკვრამ TADE ძალიან გამოცდილ და მრავალფეროვან არტისტად აქცია. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ბესო მახარობლიძის პროექტი COSMIC LOVE ROTATION.

ამ პროექტის ფარგლებში ქართველი არტისტი ჰაუს და დისკო ჟღერადობას ყოველთვის განსაკუთრებულ ელფერს სძენს, რაც მისი მუსიკალური გამოცდილების და არტისტული უნარების ნათელი ილუსტრაციაა.

I BASKET - 50 GEL
II BASKET - 60 GEL
III BASKET/DOOR - 70 GEL
VIP - 250 GEL

გაცნობებთ, რომ სივრცეში გამოყოფილი იქნება სპეციალური VIP ზონა, რომლის სტუმრებიც ცალკე შესასვლელით, დამოუკიდებელი სველი წერტილებითა და განსხვავებული ბარის მენიუთი ისარგებლებენ.

Age Control: 18+


21 ივნ.

კუს ტბა 21 ივნისი 2019 - 23:30

60B - 250B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 5 ბილეთის შეძენა

II კალათა - 60 B

-
1
+

VIP (Standing) - 250 B

-
1
+
დააკლიკეთ რუკის სანახავად