SOUNDWAVE

25 აპრილი

ხიდი 25 აპრილი 2019 - 21:00

20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

SOUNDWAVE - ცოცხალი მუსიკის ახალი ტალღაა, რომელსაც ლიკანი და Velvet Session წარმოგიდგენთ.

SOUNDWAVE ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს მიზნად ისახავს ცოცხალი მუსიკის დაუვიწყარი საღამოების მოწყობას, სადაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის ჯადოსნული კავშირი მყარდება.

ცოცხალი სესიები იქნება უნიკალური, სახასიათო, ერთმანეთისგან განსხვავებული და ყოველთვის ღია ექსპერიმენტებისთვის.

მოხარულები ვართ მეოთხე სესიაზე წარმოგიდგინოთ ქართველი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლები - MokuMoku (J&T), MC Cutkill & Deka და DRO.

MokuMoku (J&T)
MokuMoku 2014 წელს, თბილისში შეიქმნა. ჯგუფის შემადგენლობაშია ჯონდო ჯაფარიძე (DJ/MC), ტატო რუსია (MC), ცოტნე გოგიტიძე (გიტარა), მიშო ელიავა (კლავიში), სანდრო მაისურაძე (ბას გიტარა) და ალექსანდრე ხოხიაშვილი (დრამი). MokuMoku-ს მუსიკა ჰიპ-ჰოპის, ფანკის და ჯაზის ელემენტებს შეიცავს. მათ გამოშვებული აქვთ სამი ალბომი Blues Build The Temple (2015), Black Heaven (2017), Chicago Marinade (2019) და მრავალი სინგლი, მათ შორის including Sugar Glider, Hako is alive and she is 59 და, Filip. ასევე აქვთ მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა ფესტივალებში. როგორებიც არის: MadCool Festival (2018), Bristol Upfest (2017), Tbilisi Open Air (2018, 2017) და სხვა. MokuMoku ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ექსპერიმენტული ჯგუფია ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში.

ჩვენს სესიაზე Mokumoku წარმოდგენილი იქნება როგორც დუო, Moku J და Moku T-ს მიერ.


MC Cutkill & Deka MC Cutkill, იგივე ამიკო ნინუა ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის ერთ-ერთი პიონერია. მისი მუსიკალური შესრულება თანამედროვე და ოქროს ხანის ჰიპ-ჰოპის საინტერესო სინთეზით, ასევე იმპულსური ცოცხალი შესრულებით გამოირჩევა. მას მრავალ ჰიპ-ჰო არტისტთან უთანამშრომლია. 2014 წელს MC Cutkill - მა და გიორგი ზურაბიშვილმა დუო ჩამოაყალიბეს.

გიორგი ზურაბიშვილი, იგივე Deka - ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული სელექტორი და კოლექციონერია. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში ჰიპ-ჰოპ მუსიკა საკლუბო სივრცეში შეიტანა. წლების განმავლობაში Deka აქვეყნებს მიქსთეიფებს და პოდკასტებს ისეთ პლატფორმებზე, როგორებიც არის “Vodkast”, “Daira Podcast”, 11TH და სხვა.

DRO
ჰიპ-ჰოპ არტისტი სანდრო ფოფხაძე, იგივე DRO - შემოქმედებითი გაერთიანება LTFR - ის წევრია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ჰიპ-ჰოპ საღამოებში და ფესტივალებზე. უფრო ახლოს DRO ხალხმა ჩანაწერით Sakamoto გაიცნო, რომელიც 2018 წლის დასაწყისში გავრცელდა.

ამავე წელს მან დაარელიზა მეორე კომპოზიცია - Coca Cola, რომელზეც მან ითანამშრომლა Kordz-თან. მისი მუსიკალური სტილი ძირითადად ექსპერიმენტულია.

25 აპრ.

ხიდი 25 აპრილი 2019 - 21:00

20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

საერთო სივრცე (II კალათა) - 20 B

-
1
+
დააკლიკეთ რუკის სანახავად