მთავარი / Fuckup Nights Tbilisi vol. 12 & 1 Year Anniversary Party
Fuckup Nights Tbilisi vol. 12 & 1 Year Anniversary Party

18 აპრილი

ფაბრიკა 18 აპრილი 2019 - 20:00

30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

Fuckup Nights Tbilisi 1 წლისაა!

რა არის Fuckup Nights?
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს! Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.

ვისთვის ვაკეთებთ?
მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის... Fuckup Nights არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად.

ვინ არიან სპიკერები?
ჩვენი სპიკერები არიან ადამიანები ვინც, განიცადა მარცხი, არ დანებდა, ისწავლა, გააგრძელა მოძრაობა და მზად არის საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად.

როდის და სად?
გელოდებით 18 აპრილს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8) ყველაზე საინტერესო ბისზნესისტორიების მოსასმენად.

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA და თბილისის ღამის ეკონომიკა / Tbilisi Night Economy. ღონისძიების მასპინძელია Fabrika • ფაბრიკა.

Fuckup Nights Tbilisi vol. 12-ის პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, ლურჯი ოკეანე • Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, UniPAY, Wolt, ქარვა • Karva, Jim Beam და Borjomi • ბორჯომი.

ღონისძიების მედია პარტნიორები არიან Marketer.ge, Entrepreneur Georgia, ინდიგო • Indigo, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და 4U.ge.

I კალათა - 20 ₾ (Sold Out)
II კალათა - 25 ₾ (Sold Out)
III კალათა - 30 ₾


18 აპრ.

ფაბრიკა 18 აპრილი 2019 - 20:00

30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

III კალათა - 30 B

-
1
+
დააკლიკეთ რუკის სანახავად