მთავარი / ვებ პროგრამირება FRONTEND (HTML & CSS & Java Script) SOLO
ვებ პროგრამირება FRONTEND (HTML & CSS & Java Script) SOLO

01 ივნისი

ციფრული ინდუსტრიის აკადემია 01 ივნისი 2019 - 19:00

720B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

პერიოდი: 01.06.2019-14.08.2019
ლექციების დღეები: ოთხშაბათი (19:00-21:00) / შაბათი (12:00-14:00)

კურსის აღწერა:

არსებობს წარმოდგენა, რომ ვებგვერდის აწყობა მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს შეუძლია ისწავლოს. არადა, რაც დრო გადის საპირისპირო სურათის ვხედავთ. სულ უფრო მეტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სწავლობს პროგრამირებას, სხვადასხვა სირთულის აპლიკაციებს ქმნის და თავად აწყობს ვებგვერდებს.

ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა თავად შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება. თუკი ადრე ინოვაციური იდეის რეალიზებისათვის საჭირო იყო ფინანსები, დღეს ადამიანს შეუძლია თავად დაეუფლოს იდეის რეალიზებისათვის საჭირო ტექნიკურ ცოდნას, მაგალითად, შეისწავლოს ვებგვერდის აწყობა და შექმნას საკუთარი კომპანიის ვებგვერდი, ააწყოს ონლაინ მაღაზია ან რაიმე სხვა ვირტუალური ონლაინ სერვისი.

ამ კურსის ფარგლებში მსმენელები დაეუფლებიან იმ ცოდნას, რომელიც მათ საშუალებას მიცემს გაერკვნენ ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში, თავად ააწყონ Front-End აპლიკაცია ან საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შეიტანონ არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში, დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და კურსის განმავლობაში მსმენელბს მოუწევთ მარტივი ვებგვერდების შექმნა.

კურსი არ მოითხოვს პროგრამირების საბაზისო ცოდნას და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია.


1 ივნ.

ციფრული ინდუსტრიის აკადემია 01 ივნისი 2019 - 19:00

720B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

კურსის ღირებულება - 720 B

-
1
+
დააკლიკეთ რუკის სანახავად