აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
ვებ პროგრამირება FRONTEND (HTML & CSS & Java Script)
აღწერა
პერიოდი: 01.06.2019-14.08.2019
ლექციების დღეები: ოთხშაბათი (19:00-21:00) / შაბათი (12:00-14:00)

კურსის აღწერა:

არსებობს წარმოდგენა, რომ ვებგვერდის აწყობა მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს შეუძლია ისწავლოს. არადა, რაც დრო გადის საპირისპირო სურათის ვხედავთ. სულ უფრო მეტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სწავლობს პროგრამირებას, სხვადასხვა სირთულის აპლიკაციებს ქმნის და თავად აწყობს ვებგვერდებს.

ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა თავად შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება. თუკი ადრე ინოვაციური იდეის რეალიზებისათვის საჭირო იყო ფინანსები, დღეს ადამიანს შეუძლია თავად დაეუფლოს იდეის რეალიზებისათვის საჭირო ტექნიკურ ცოდნას, მაგალითად, შეისწავლოს ვებგვერდის აწყობა და შექმნას საკუთარი კომპანიის ვებგვერდი, ააწყოს ონლაინ მაღაზია ან რაიმე სხვა ვირტუალური ონლაინ სერვისი.

ამ კურსის ფარგლებში მსმენელები დაეუფლებიან იმ ცოდნას, რომელიც მათ საშუალებას მიცემს გაერკვნენ ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში, თავად ააწყონ Front-End აპლიკაცია ან საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შეიტანონ არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში, დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და კურსის განმავლობაში მსმენელბს მოუწევთ მარტივი ვებგვერდების შექმნა.

კურსი არ მოითხოვს პროგრამირების საბაზისო ცოდნას და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია.