მთავარი / ფესტივალის გახსნა
ფესტივალის გახსნა

20 ივლისი

ლაგოდეხი 20 ივლისი 2019 - 21:00

15B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

კომპანია ,,ბლუზფესტ ჯი" წელს მესამედ ჩაატარებს ბლუზ ფესტივალს და ბლუზის ერთგულ მსმენელეს მესამედ გააერთიანებს ლაგოდეხში განთავსებულ ბლუზვილიჯში, სადაც თავშეყრა და კლასიკოსი თუ თანამედროვე ბლუზის მუსიკოსების მოსმენა უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა. ფესტივალი 20 ივლისს გაიხსნება და პირველივე კონცერტი განსაკუთრებულად ენერგიული და შემოქმედებითად დატვირთული იქნება:

კრის კეინი - ფესტივალის საჩუქარი ქართველ მსმენელს! ამერიკელი, თანამედროვე ბლუზეპოქის ვარსკვლავი, 2018 წლის საუკეთესო ბლუზ გიტარისტის ტიტულის მფლობელი ბლუზ მუსიკოსი. კრის კეინი მომნუსხველი ჰანგების და სიმღერების შექმნის ოსტატია მომაჯადოვებელი ხმის ტემბრით, რომლის ამოცნობაც პირველივე ბგერიდან არის შესაძლებელი, დავიწყება კი შეუძლებელი.

გია ძაგნიძე - ფესტივალის არტ დირექტორი და მოსკოვის ბლუზის მეფედ აღიარებული ბლუზის თანამედროვე ლეგენდა.

ირაკლი კიკვაძე - Dr. IKA - ინგლისში მოღვაწე და იქვე ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტალისტად აღიარებული ბლუზის მუსიკოსი, რომლის დამსახურებითაც საქართველომ მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა მსოფლიო ბლუზის ისტორიაში. ფესტივალი მსმენელს ენერგიულ საღამოს პირდება, რომელიც ცოცხალი და ვირტუოზული შესრულებისგან გამოწვეული ზღვა ემოციებით იქნება სავსე.


20 ივლ.

ლაგოდეხი 20 ივლისი 2019 - 21:00

15B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად