Alternate Text
Velvet Session

28 მარტი

Alternate Textთეატრი ათონელზე Alternate Text28 მარტი 2019 - 20:00

B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
SOUNDWAVE - ცოცხალი მუსიკის ახალი ტალღაა, რომელსაც ლიკანი და Velvet Session წარმოგიდგენთ.

SOUNDWAVE ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს მიზნად ისახავს ცოცხალი მუსიკის დაუვიწყარი საღამოების მოწყობას, სადაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის ჯადოსნული კავშირი მყარდება.

ცოცხალი სესიები იქნება უნიკალური, სახასიათო, ერთმანეთისგან განსხვავებული და ყოველთვის ღია ექსპერიმენტებისთვის.

მესამე სესიაზე მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ნიკა კოჩაროვი. ნიკა კოჩაროვი ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია. მისი კარიერა 90-ანი წლებიდან იწყება და მას შემდეგ არაერთ მუსიკალურ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ნიკას მუსიკალური ჟანრი ძირითადად ალტერნატიული და ინდი როკია.

2000 წელს ფესტივალზე ,,მზიური" კოჩაროვმა მონაწილეობა მიიღო თავის ახალ ჯგუფ Young Georgian Lolitaz - თან ერთად. ქედან დაიწყო YGL - ს მოგზაურობა მუსიკალურ ინდუსტრიაში და 19 წლის შემდეგაც თანამედროვე ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო წარმომადგენელია. ჯგუფის შემადგენლობა ბევრჯერ შეიცვალა. უცვლელ წევრად მხოლოდ ნიკა დარჩა. ჯგუფს სამი ალბომი და მრავალი სინგლი აქვს ჩაწერილი. ოლიტებმა 2016 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველო წარადგინეს.

ის ასევე მოღვაწეობდა ლონდონში, სადაც სხვადასხვა ფესტივალებსა და კონცერტებში აქვს მონაწილეობა მიღებული.
2011 წელს თბილისში დაბრუნების შემდეგ, ნიკამ ახალი ჯგუფი - Z For Zulu შექმნა. გუფი 2014 წლის საუკეთესო ახალი ბენდი გახდა კავკასიის მუსიკალურ დაჯილდოებაზე Phoenix. Z For Zulu - მ გამოუშვა სამი ალბომი, რომლებშიც ძირითადად ნიკას სიმღერები არის შესული.

SOUNDWAVE - ზე ნიკა სოლო პროექტით წარმოგიდგენთ ექსპერიმენტულ ლაივს.


28 მარტი

Alternate Textთეატრი ათონელზე Alternate Text28 მარტი 2019 - 20:00
ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები
დააკლიკეთ რუკის სანახავად