მთავარი / ბათუმის ღამის მარათონი
ბათუმის ღამის მარათონი

20 აპრილი

კოლიზეუმი მარინა 20 აპრილი 2019 - 19:30

0B - 50B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

ერთწლიანი შესვენების შემდეგ, განახლებული ძალებითა და უპრეცედენტო მასშტაბებით ბათუმის ღამის მარათონი დაბრუნდა!

ტრადიციისამებრ სასტუმრო „კოლიზეუმ მარინას“ ორგანიზებითა და ჩვენი ერთგული სპონსორების მხარდაჭერით, ბათუმში ყოველწლიურად ტარდება ღამის ნახევარ მარათონი, სპორტული ღონისძიება, რომელიც წელს მეტ მორბენალს მოიზიდავს.

გარბენისას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და შთამაგონებელი მარშრუტი გელით, ულამაზესი ღამის ბათუმის კვალდაკვალ. ღონისძიება დაგეგმილია 20 აპრილს და სტარტს ბათუმის ბულვარში აიღებს. ჩვენ ქალაქის ღირსშესანიშნაობების გაცნობის ასეთი სწრაფი და სასიამოვნო ხერხს გთავაზობთ.

გთავაზობთ 4 ტიპის გარბენს: ნახევარ მარათონი (21,1კმ), 10 კმ გარბენი, 1000 მ ბავშვთა გარბენი და 500 მ ბავშვთა გარბენი. საბავშვო გარბენში მონაწილეობა სრულიად უფასოა, ღონისძიებაში მონაწილეობის
მისაღებად კი აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: https://event.batumi-marathon.com

ოთხივე ტიპის გარბენის ყველა მონაწილეს, რომელიც გადაკვეთს ფინიშის ხაზს გადაეცემა მედალი, ხოლო ნახევარ-მარათონის გამარჯვებულებს ისევე, როგორც სხვებს სოლიდური ფულადი ჯილდო და პრიზები ელით.

ღონისძიების მიზანია, სპორტის როგორც ჯასაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, ჩვენი ქალაქის პოტენციალის გამოყენება, რათა ბათუმი ჩაებას საერთაშორისო სპორტულ ცხოვრებაში და იქცეს მიმზიდველ სივრცედ სპორტსმენებისთვის მთელ მსოფლიოში. ასევე ორგანიზატორებს სურთ, შექმნან პლატფორმა ახალგაზრდა ქართველი მორბენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ გამოცდილების მიღებას და მომზადებას საერთაშორისო არენაზე ასპარეზისთვის.

ღამის ბათუმის გარბენი მხარს უჭერს ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის პროექტს - ჩვენ ერთად ავაშენებთ ბედნიერ სახლს!

საბავშვო გარბენების ასაკობრივი კატეგორია:
6-9 წელი - 500 მეტრიანი გარბენი, 9-13 წელი - 1000 მეტრი.
რეგისტრაცია უფასოა.
10 კმ-იან გარბენზე დაიშვებიან 14 და მეტი ასაკის პირები, 21,1 კმ-იან გარბენზე კი 16 წლიდან პირები.


20 აპრ.

კოლიზეუმი მარინა 20 აპრილი 2019 - 19:30

0B - 50B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

21 კმ - 50 B

-
1
+

10 კმ - 25 B

-
1
+

საბავშვო გარბენი - 0 B

-
1
+
დააკლიკეთ რუკის სანახავად