როდენი, მისი სამუდამო კერპი

22 აპრილი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 22 აპრილი 2019 - 20:00

35B - 180B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

ეიფმანის სანკტ-პეტერბურგის ბალეტი
როდენი - მისი სამუდამო კერპი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

22, 23 აპრილი 2019
დასაწყისი 20:00 სთ
ორგანიზატორი „თაგის არტი“

ფესტივალ „თბილისი რიტმის“ 2019 წლის სეზონს გახსნის მსოფლიოში სახელგანთქმული მოდერნ-ბალეტი - ეიფმანის სანკტ-პეტერბურგის დასი სპექტაკლით „როდენი, მისი სამუდამო კერპი“ ბალეტი წამყვანმა კრიტიკოსებმა 21-ე საუკუნის შედევრად აღიარეს.
მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე ბორის ეიფმანის საბალეტო დასის ქორეოგრაფია ცეკვის თავისუფლებით, ცოცხალი დინამიზმითა და პლასტიკური აზროვნებით იზიდავს მაყურებელს. თავად მაესტრო კი თანამედროვე ბალეტმაისტერთა შორის ლიდერად არის დასახელებული. ვირტუოზი ქორეოგრაფი საბალეტო დასის 56 წევრიანი სრული შემადგენლობით თბილისს ა.წ. 21 აპრილს ეწვევა.
ბორის ეიფმანის ბალეტი „როდენი, მისი სამუდამო კერპი” ეძღვნება დიდი მოქანდაკეების - ოგიუსტ როდენის და მისი მოსწავლის, შეყვარებულისა და მუზის კამილა კლოდელის ბედს და შემოქმედებას.
სანკტ-პეტერბურგის დასის ცეკვა სენსაციურია - მართლაც რომ სრულყოფილი, მრავალ-შეგრძნებიანი გამოცდილება. ეიფმანის მოდერნ-ბალეტის გამოსვლა მსოფლიო მეგაპოლისებში უდიდეს მოვლენად აღიქმება, რადგანაც მისი კოლექტივი თავისი გამომსახველობითი ფორმით ახალ აზროვნებას ამკვიდრებს ბალეტის ხელოვნებაში.

22 აპრ.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 22 აპრილი 2019 - 20:00

35B - 180B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად