Alternate Text
Escape Room

20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
ჩვენ ვართ კომპანია ,,Escape Room", რომელიც გთავაზობთ მომსახურებას გართობის სფეროში, ჩვენი მთავარი პროდუქტი არის კვესტი რეალობაში. კვესტი რეალობაში ეს არის გუნდური თამაში, სადაც თქვენ შეასრულებთ როლს, რომელსაც ვერ მოირგებდით ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითად, მეკობრეების გემიდან თავის დაღწევა ან ამოჰყოთ თავი ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროში, გარდა ამისა, მოთამაშეებს მოუწევთ შეამოწმონ თავიანთი სისხარტე და მიხვედრილობა, რადგანაც კვესტის გასავლელად გეძლევათ მხოლოდ ერთი საათი. თქვენ, გუნდთან ერთად (როგორც წესი, 2-5 კაცი) ხართ რეალურ ოთახში: ინტერიერი და დეკორაციები ქმნის გარკვეულ ატმოსფეროს, სადაც გელოდებათ სიუჟეტი ან/და დავალებები, რომელიც უნდა გადალახოთ.
ჩვენთან არის კვესტები სხვადასხვა თემებზე: კარიბის ზღვის მეკობრეები, განძის კუნძული და ჰარი პოტერი. ჩვენთან ასევე არის სათამაშო ზონა - სადაც სტუმრებს შეუძლიათ სასიამოვნო გარემოში გაატარონ დრო პრივატულ ზონაში, ითამაშონ სამაგიდო თამაშები, Playstation და ამერიკული ფეხბურთი. კვესტებისა და სათამაშო ზონის გარდა, ჩვენ ასევე დიდი ძალისხმევა და სიყვარული ჩავდეთ სტუმრებისთვის განკუთვნილ ზონაში, სადაც მოთამაშეებს კვესტის დასრულების შემდეგ, შეუძლიათ ითამაშონ სამაგიდო თამაშები, ან გაერთონ სხვა გუნდის ლოდინში, მაგრამ, რაც მთავარია - ჩაატაროთ ნებისმიერი ღონისძიება - იქნება ეს დაბადების დღე, კორპორატიული ან უნივერსიტეტის დასრულების აღნიშვნა. ჩვენ ახლაც შეგვიძლია განვათავსოთ დაახლოებით 20-25 ადამიანი, რომელთაგან ნაწილს შეუძლია კვესტის გავლა (10 ადამიანი) და ნაწილს შეუძლია გაერთოს სტუმართა და სათამაშო ზონაში, ნებისმიერი გემოვნების მქონე სხვადასხვა თამაშით.

კარიბის ზღვის მეკობრეები
თქვენს ეკიპაჟს დაეწია ბოროტი განგება, თქვენი გემი ხელში ჩაიგდეს მეკობრეებმა, ხოლო თქვენ კი გამოგამწყვდიეს ტრიუმში. მაგრამ თქვენ ნამდვილად არ ეკუთვნით მათ რიცხვს, ვინც ადვილად ნებდება. იპოვეთ ტრიუმიდან თავის დაღწევისა და თქვენი გუნდის გადარჩენის ხერხი. როდესაც იპოვეთ განძის რუკა, თქვენ ღებულობთ გადაწყვეტილებას გაემგზავროთ მის მოსაძებნად. თურმე, ურიცხვი სიმდიდრე მოსვენებას გიკარგავთ არამარტო თქვენ. გეყოფათ თუ არა საზრიანობა, რომ პირველმა იპოვოთ ისინი?

ჰარი და ქვესკნელის საიდუმლო
ჯადოქარი ვოლადენმორტი არ ტოვებს ადამიანთა სამყაროში ხორცშესხმულად დაბრუნების იმედს - ამისთვის მას ესაჭიროება ფილოსოფიური ქვა. ქვა გაიყო 3 ნაწილად და შენახულ იქნა ჰოგვარდსის მიწისქვეშეთში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს არ არის საკმარისი, საჭიროა დაუყოვნებლივ ყველა ნაწილის შეერთება და დამალვა ჯადოსნური სარკის მფარველობის ქვეშ!

VR quest : interstellar
ყურდაღება!!!
გაღვიძების დროა! კაცობრიობის ბედი საფრთხეშია! თქვენი მიზანია - სასწრაფოდ გამოაღწიოთ კოსმოსური სადგურიდან, მისი საიდუმლოებების ამოხსნით. მზად ხართ, რომ მიიღოთ რეალური ფრენის შეგრძნობა, ნივთების გადაადგილება ტელეკინეზის საშუალებით, დაბკოლებების ლაზერით განადგურება? მაშინ დრო არ იცდის. სასწრაფოდ გაემართეთ დავალების შესასრულებლად.

10 წლიდან - ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
გუნდის შემადგენლობა: 2-5 მოთამაშე.
თამაშის ღირებულება: 20 ლარი ერთ მოთამაშეზე.
თამაშის გასავლელად არ გესაჭიროებათ რაიმე სპეციალური მომზადება, სპეციფიური ცოდნა ან უნარი, საჭიროა მხოლოდ ყურადღება და ლოგიკა.

ბილეთების შეძენის შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდით ორგანიზატორს.
ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.
სამუშაო საათები: 11:30 - 00:00
ტელეფონი: +955551115566
საიტი: https://escaperoom.ge
ინსტაგრამი: @escaperoomtbilisi

20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები

კვესტი 1 პერსონაზე - 20 B

-
1
+
20 B
დააკლიკეთ რუკის სანახავად