₾ 90.00


გორი - უფლისციხე - ბორჯომი
აღწერა
მოინახულე უფლისციხე, კლდეში ნაკვეთი ქალაქი, ძველი ქალაქი გორი და ულამაზესი ბორჯომის პარკი ერთ დღიანი ტურით.
გორი-უფლისციხე-ბორჯომის ტურის განმავლობაში შესაძლებლობა გეძლევათ ეწვიოთ საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდების ღირსშესანიშნავ ძეგლებს, როგორიცაა უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი ქალაქი, იოსებ სტალინის სახლ მუზეუმი და ბორჯომი, მისი ულამაზესი პარკით. ექსკურსიას გაუძღვება ინგლისურ და რუსულენოვანი გიდი.
ჩვენ მოვინახულებთ:
- უფლისციხე- ითარგმნება როგორც Fortress of the Lord, ეს არის კლდეში ნაკვეთი ქალაქი რომელიც მდებარეობს კდლოვანი მასივის კლდეზე, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. I-II ათასწლეულში ჩვენს წელთაღრიცხვამდე უფლისციხე იყო ელინისტური და გვიანი ანტიკური პერიოდის მნიშვნელოვანი რელიგიური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. ვიზიტორებს კვლავ შეუძლიათ იარონ უძველესი ქუჩებით, კლდეებით, სამეფო დარბაზებით, სააფთიაქოებით, წარმართული ტაძრებით და ქრისტიანული ეკლესიებით, ხოლო მსხვილი თიხის ჭურჭლის ნაშთები გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.
- იოსებ სტალინის სახლ მუზეუმი ქალაქ გორში – სტალინი წარმოშობით ქართველი, მეორე მსოფლიო ომის დროს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და თანამედროვე დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიქტატორი იყო. მუზეუმში წარმოდგენილია სტალინის სახლი - ქოხი, სადაც ის დაიბადა; მისი ჯავშანტექნიკა რომელიც მოთავსებულია სარკინიგზო ვაგონში, ასევე ქანდაკება რომელიც 2010 წლამდე გორის მთავარ მოედანზე იდგა. ამასთან ერთად საოფისე ავეჯი, მისი პირადი ნივთები და წლების განმავლობაში მისთვის მომზადებული საჩუქრები. ასევე ბევრი ილუსტრაცია დოკუმენტაციის, ფოტოსურათების, ფერწერისა და საგაზეთო სტატიების სახით.
- ბორჯომი - სამხრეთ საქართველოს ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ზღვარზე მდებარე ულამაზესი საკურორტო ქალაქია. ქალაქი ცნობილია თავისი მინერალური წყლებით, რომელიც საქართველოს ექსპორტიორია; რომანოვის საზაფხულო სასახლე და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მსოფლიო ფონდი. ბორჯოში მდებარეობს კავკასიის ყველაზე ფართომასშტაბიანი ეკოლოგიურად სუფთა გასართობი პარკი.
დეტალური ინფორმაცია :
- ტური ხორციელდება: სამშაბათს და პარასკევს
- გასვლის დრო - 08 : 30
- შეხვედრის ადგილი : City sightseeing Tbilisi - ის ოფისი
- ხანგრძლივობა : დაახლოებით 11 საათი
- ტურის ფასი არ მოიცავს მუზეუმში, უფლისციხეშიდა ბორჯომის პარკში შესასვლელი ბილეთების ფასს.
ტურის ფასი: 70 ₾